ვიზუალური კომუნიკაცია - სქრაიბინგი ტრენერებისთვის

ვიზუალური კომუნიკაცია - სქრაიბინგი ტრენერებისთვის
  • ხშირად, სიტყვები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი იდეა და ფიქრები მსმენელამდე მივიტანოთ. სწორედ ამ დროს გვეხმარება სკეჩები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ესტეთიურ სიამოვნებას ანიჭებს აუდიტორიას, საშუალებას გვაძლევს კომუნიკაცია უფრო გასაგები გახდეს. „ერთი ნახატი 1000 სიტყვაზე მეტია“ - ამბობს ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი მერლინ ატკინსონი.
  • ინგა იაშნიას ორ დღიან ტრენინგზე თქვენ შეისწავლით ვიზუალურ კომუნიკაციას და შეძლებთ ელემენტარული სიმბოლოების ისე შთამბეჭდავად ხატვას, რომ ისინი თქვენს მაგივრად გააჟღერებენ ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს.
  • ასეთი მიდგომა უფრო და  უფრო პოპულარული ხდება სპიკერებს, პრეზენტატორებს და ლიდერებს შორის, რომელთაც უწევთ შეხვედრების წაყვანა. ჩანახატების საშუალებით წყდება რთული ბიზნეს-საკითხები, ადამიანებს უვითარდებათ ვიზუალური აზროვნება, მონაწილეები უფრო მეტ ინფორმაციას იმახსოვრებენ, წამყვანებს კი შეუძლიათ მსმენელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემის მარტივად გადაცემა. ამასთანავე, ჩანახატებს შემოაქვს შემოქმედებითობა ნებისმიერი მონაწილის პროფესიულ ცხოვრებაში.
  • ვისთვისაა ეს ტრენინგი: ქოუჩებისთვის, ტრენერებისთვის, კომპანიის ხელმძღვანელებისთვის, ლექტორებისთვის, სტუდენტებისთვის და სხვა ყველა დაინტერესებული პირისთვის

*ხატვის პრინციპების ცოდნა და ნიჭი აუცილებელი არ არის

პერიოდი: 27-28 თებერვალი

ღირებულება: 750 ლარი [თანხა მოიცავს: დღგს, კვებას და სასწავლო მასალას]


გაიარეთ რეგისტრაცია