ერთდღიანი სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებში თქვენ შეისწავლით ქოუჩინგის ძირითად პრინციპებს,გაეცნობით მის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.
პროგრამა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც ამ ეტაპზე არ ისახავს მიზნად ქოუჩის პროფესიის დაუფლებას, მაგრამ სურს ქოუჩინგი გამოიყენოს საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში.
მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ გახდეთ ბევრად უფრო ეფექტური პროფესიულ საქმიანობაში, გააუმჯობესოთ ურთიერთობა ოჯახში, შვილებთან, პარტნიორთან. ქოუჩინგის უნარები და ძირითადი პრინციპები ასევე საშუალებას მოგცემთ დაეხმაროთ სხვა ადამიანებს წინსვლაში და მათი გამოწვევების დაძლევაში.
აუდიტორია:
კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერი პროფესიისა და ასაკის ადამიანს