"GROW & WIN"

“You might be winning, but you are not growing and growing might be the most important form of winning”.

Jordan Peterson

 

„GROW & WIN” საკუთარ თავში ჩაძირვის 5 დღიანი პროგრამაა. მხარდამჭერ გარემოში, პროფესიონალი ქოუჩის დახმარებით,  შეიქმნით გამოცდილებას, რომელიც სამუდამოდ შეცვლის თქვენ ცხოვრებას.

 

პროგრამა ეფუძნება რწმენას, რომ პიროვნული ზრდა ყველაზე დიდი გამარჯვებაა ცხოვრებაში. ჩვენ გვჯერა, რომ სასიკეთო ცვლილებები ცხოვრებაში შინაგანი ცვლილებებით იწყება და არა პირიქით; რომ ყველა „შეუძლებელია“ და „არ გამოვა“ ჩვენი რწმენებიდან იღებს სათავეს და შესაბამისად, გასაღებიც იქ უნდა ვეძებოთ;  რომ  „უნდა“ ხშირად „მინდაში“ გვერევა და სწორედ ეს გვართმევს მიზნისკენ სვლის ძალას და ენერგიას; რომ ჩვენი შიშების უკან დგას ის, რაც განსაკუთრებულად გვჭირდება; და რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი და რესურსები იმის მისაღწევად, რასაც ყველაზე გაბედულ ოცნებებში წარმოვიდგენთ. 

 

„GROW & WIN”-ის თითოეული დღე  ტრანსფორმაციულია და კონკრეტულ მიზანს ემსახურება:

 

დღე 1. გამოფხიზლება - ცხოვრების რუტინა ხშირად ისე ჩაგვითრევს ხოლმე, რომ ზოგჯერ იმასაც ვერ ვაცნობიერებთ, სინამდვილეში როგორ ვართ. პირველი დღე სწორედ ამ რუტინიდან ამოყვინთვას, თვით-ცნობიერების სტიმულირებას, საკუთარი თვითშეგრძნებების აღქმას და სასურველი ცვლილებების გაცნობიერებას ეძღვნება.

 

დღე 2.  პასუხისმგებლობა - იმისათვის რომ არასასურველი რეალობა შეცვალო, ამ რეალობაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღო. მეორე დღე სწორედ ამას ეძღვნება - თქვენ გააცნობიერებთ რაზე გაქვთ დაკარგული კონტროლი თქვენს ცხოვრებაში, სად ხართ ყველაზე რეაქტიულ რეჟიმში და რაც მთავარია, როგორ შეიძლება დაიბრუნოთ საკუთარი ცხოვრების მართვის სადავეები.  

 

დღე 3. აღმოჩენა - მესამე დღე სარკეში ჩახედვის დღეა. ეს ასევე საკუთარ თავთან გულწრფელობისა და საკუთარ შიშებთან გამკლავების დღეა. ამ დღეს თქვენ შეძლებთ: სახელები დაარქვათ იმ ფიქრებს, რომლებსაც დიდი ხანია გაურბიხართ, მოიხსნათ სოციალური ნიღაბი, რომელიც თქვენს ნამდვილ „მეს“ თრგუნავს, გააცნობიეროთ შიშები და შემზღუდავი რწმენები, რომელიც გინგრევთ თავდაჯერებულობას, გიმცირებთ საკუთარი თავის სიყვარულს და ხელს გიშლით წინსვლაში; აღმოაჩინოთ თქვენი ფასეულობები და „სუპერ-ძალა“.

 

დღე 4. გათავისუფლება -  მეოთხე დღე იმ წარსული გამოცდიელებისგან გათავისუფლებას ეძღვნება, რომელიც უკან გქაჩავთ და არ გაძლევთ წინსვლის საშუალებას. მოუნელებელი ტკივილი, წყენა, ბრაზი, გაყინული კონფლიქტები, ამოუხსნელი და პასუხგაუცემელი კითხვები - ის ბორკილებია, რომელიც არ გაძლევთ ფრენის საშუალებას. ამ დღეს თქვენ შეძლებთ „გადაწეროთ“ თქვენი წარსული და გახსნათ ახალი შესაძლებლობები მომავალში.

 

დღე 5. მოდელირება - ყველაფერი ორჯერ იქმნება: ჯერ ჩვენს ფიქრებში და მერე რეალობაში, ამიტომ პროგრამის ბოლო დღე სასურველი ცვლილებების მოდელირებას ეძღვნება. ამ დღეს თქვენი ფიქრები თქვენს ნამდვილ სურვილებს დაეთმობა - იმ რეალობის წარმოდგენას, სადაც თქვენ ხართ რეალიზებული, ბედნიერი და ჰარმონიული; აღმოაჩენთ თქვენს გამოუყენებელ პოტენციალს და იმ უზარმაზარ შესაძლებლობებს, რომელსაც სამყარო გთავაზობთ თქვენი ოცნებების შესასრულებლად.

 

ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?

მათთვის, ვისაც ცხოვრებაში დიდი ცვლილებები უნდა. ვინც მზადაა პიროვნული გარღვევისთვის და ახალი გამარჯვებებისთვის.

 

როგორ ხდება პროგრამაში საკუთარ თავზე მუშაობა?

პროგრამა მოიცავს როგორც საკუთარ თავთან მუშაობას ინდივიდუალური დღიურის სახით, ისე ჯგუფური გაზიარებების ფორმატს. ქოუჩი უზრუნველყოფს ისეთ უსაფრთხო გარემოს, სადაც არ არსებოს სოციალური წნეხი და თითოეული მონაწილე თავად წყვეტს, რისი გაზიარება უნდა ან არ უნდა სხვა მონაწილეებთან / ქოუჩთან.

 

როგორ მივაღწიო მაქსიმალურ შედეგს პროგრამაში?

  • პროგრამის დაწყებამდე შენს თავს დაუსვი კითხვა: „რა არის ამ პროგრამაში ჩემი მონაწილეობის მთავარი მოტივაცია?“ გულწრფელად უპასუხე ამ კითხვას და პროგრამაში მონაწილეობის დროს ყველაზე რთულ მომენტებში გაიხსენე ხოლმე, რისთვის მოხვედი აქ.
  • მიიღე ნამდვილი გადაწყვეტილება, რომ ამ 5 დღეს სრულად უთმობ შენს თავს. კარგად დაგეგმე და მოემზადე წამოსვლამდე, რომ პროგრამის განმავლობაში გარე ფაქტორების ზეგავლენა შენზე მინიმუმზე დაიყვანო და მართლაც შეძლო საკუთარ თავში ჩაძირვა. გაითვალისწინე, რომ მუშაობის პროცესში მობილური კავშირი სამყაროსთან შეზღუდული გექნება. 
  • მზად იყავი გაზიარებისთვის, რადგან მას დიდი ძალა აქვს. ხმამაღლა წარმოთქმულ აზრებს მეტი ენერგია ენიჭება, სხვის მოსმენას კი ხშირად ახალი ხედვა და იდეები მოაქვს.

 

რამდენად უსაფრთხო იქნება პროგრამაში მონაწილეობა Covid-ის პირობებში?

პროგრამის დაწყების წინა დღეს მოხდება ყველა მონაწილის, ქოუჩისა და ასისტენტის PCR-ტესტირება. პროგრამა ჩატარდება ისეთ სასტუმროში, სადაც მკაცრად ხდება უსაფრთხოების ნორმების კონტროლი. ადგილზე პირადი უსაფრთხოების ნორმების დაცვა თითოეული მონაწილის ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა.

 

პროგრამაში მონაწილეობის პირობები:

პროგრამის ხანგრძლივობა: 5 დღე, 10:30 – 19:00

ჩატარების თარიღი: 11-15 მაისი
მონაწილეების რაოდენობა: 8-12 ადამიანი
ჩატარების ადგილი: ლოპოტა სპა & რეზორტი

სავალდებულო PCR ტესტირება: პროგრამის დაწყებამდე 1 დღით ადრე


ტრენინგის ფასი: $1500  [ფასი მოიცავს ტრენინგის საფასურს, PCR ტესტირებას, მგზავრობას, სასტუმროში ინდივიდუალურ ნომერს 5 ღამით და სამჯერად კვებას 5 დღის განმავლობაში]

  

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: მარიამ ბერიძე

მობილური: 599 996604

ელ-ფოსტა: m.beridze@growin.ge


გაიარეთ რეგისტრაცია