ქოუჩინგი მართვაში

არსებობს მართვის სხვადასხვა სტილი, თუმცა ვერცერთი ვერ ჩაითვლება ერთმნიშვნელოვნად სწორ ან არასწორ მიდგომად. კარგი მმართველი არის ლიდერული უნარების მქონე ხელმძღვანელი, რომელსაც არსენალში მართვის სხვადასხვა მეთოდები აქვს და გარემოებიდან გამომდინარე იყენებს მათ.  მოქნილობა, სიტუაციის შესაბამისი მიდგომის შერჩევა და თამამად გამოყენება - ეს აქცევს მენეჯერს განსაკუთრებულ მმართველად და ლიდერად.

 

რა უნარებია მნიშვნელოვანი მმართველებისთვის პოსტ-კოვიდურ ეპოქაში? ისეთ პირობებში, სადაც წარმოუდგენლად რთულია არა მხოლოდ გრძელვადიანი გეგმების, არამედ დროებითი კრიზისული გეგმების შემუშავებაც კი - მმართველის უმთავრესი უნარებია შემოქმედებითობა, სწრაფი ადაპტაცია და ინსპირაციის უნარი. უკვე ათწლეულებია თანამედროვე ბიზნესი ქოუჩინგური მიდგომის ეფექტურობის მოწმეა, რადგან სწორედ ქოუჩინგის ცოდნა ეხმარებოდა და ეხმარება ლიდერებს ადაპტაციაში, შემოქმედებითობასა და ინსპირაციაში. დღეს ამ უნარების განვითარება კიდევ უფრო დიდ, და ზოგჯერ სასიცოცხლო მნიშვნელობასაც კი იძენს.

 

პროგრამის გავლის  შედეგად მენეჯერები დაეუფლებიან ქოუჩინგის თანამედროვე მეთოდებს, შეძლებენ შეუსაბამონ ისინი საკუთარ ინდივიდუალურ მართვის სტილს და ბევრად უფრო ეფექტურად გადალახონ ახალი სამუშაო რეალობის გამოწვევები.


ტრენინგის შინაარსი

ტრენინგი ეფუძნება თამარ ჩიჩუას საავტორო T-PIAF მოდელს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ბაზრის თავისებურებებს და მოთხოვნებს. მოცემულ პროგრამაში ქოუჩინგური მიდგომა და ინსტრუმენტები გამოყენებულია 5 საკვანძო მიმართულებით, რომელიც თანამედროვე მენეჯერს ეხმარება კიდევ უფრო ეფექტურ და პროდუქტიულ საქმიანობაში. 

Trust - ნდობა - როგორც ველი, რომლის ფონზეც მიმდნარეობს მენეჯერსა და მის გუნდს შორის ურთიერთობა. ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შექმნა, ავთენტური კომუნიკაცია და ერთ ენაზე საუბარი, აუცილებელი პირობაა წარმატების მიღწევისთვის და სწორედ ასეთი ველის შექმნის უნარებს მოიცავს მოდელის პირველი კომპონენტი.

Purpose - მიზნების ეფექტური დასახვა - როგორც მიზნის მიღწევის აუცილებელი წინაპირობა. როგორ შეუძლია მენეჯერს მართვის პროცესში დაეხმაროს თანამშრომლებს 8 კრიტერიუმის გათვალისწინებით ჩამოაყალიბონ მიზნები და ამით უზრუნველყოს ნათელი ხედვა, მეტი პასუხისმგებლობა და მიღწევის მაღალი ალბათობა.

Inspiration - მოტივირება - შინაგანი მოტივაცია რთული მისაღწევი, მაგრამ უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს და მეტ ძალისხმევას რთავს პროცესებში ვიდრე გარეგანი (ხელფასი, ბონუსები და ა.შ.). პროგრამა მოიცავს 2 ძირითად მეთოდს, რომელსაც ბიზნეს ქოუჩინგი სთავაზობს მმართველებს თანამშრომელთა შინაგანი მოტივაციის ამაღლებისთვის.

Action  - ქმედება - შედეგების მისაღებად მმართველის ნებისმიერი მცდელობა უნდა გაგრძელდეს შესაბამისი ქმედებით, კონკრეტული გეგმით, რეალური ნაბიჯებით. ამ კომპონენტში მენეჯერები გაივარჯიშებენ იმ უნარებს, რომლის გამოყენებაც უზრუნველყოფს გეგმის შემუშავებას, ქმედებაზე გადასვლას, და პროგრესის მართვას.

Feedback - უკუკავშირი შესრულებულ სამუშაოზე - ბოლო და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მოცემულ ციკლში. ეფექტური მართვისას აუცილებელია რეგულარული პოზიტიური უკუკავშირი, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევები როდესაც კრიტიკული უკუკავშირი უნდა გასცეს და ამას განსაკუთრებული უნარ-ჩევევბი სჭირდება. განმავითარებელი ქოუჩინგური უკუკავშირი - ეს არის მიდგომა რომლის დროსაც კრიტიკული უკუკავშირიც კი გაიცემა ისე, რომ მიმღები დარჩეს მოტივირებული, დაინტერესებული და შენარჩუნდეს ნდობა ურთიერთობაში.

 

აუდიტორია:  

მენეჯერები, ლიდერები, ნებისმიერი სფეროს პროფესიონალები, ვინც დაინტერესებულია ქოუჩინგის სწავლით და მისი გამოყენებით მართვაში უკეთესი შედეგების მისაღწევად და კრიზისული გარემოებებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.

პირობები

 

პირისპირ ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 დღე [10.00 – 18.00]

ონლაინ ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 შეხვედრა [17.00 – 19.30] ოთხშაბათს & პარასკევს; 

ღირებულება: 490 ლარი 

გაიარეთ რეგისტრაცია
მსგავსი პროგრამები
ქოუჩინგი პირად ცხოვრებასა და კარიერაში
იმისთვის, რომ ისწავლოთ და გამოიყენოთ ქოუჩინგი, არანარი წინასწარი მომზადება და ცოდნები არ არის საჭირო...
იხილეთ ვრცლად
ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება
4 მოდულიანი სასერთიფიკატო პროგრამა "ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება" არის ქოუჩინგის შესასწავლი უნი...
იხილეთ ვრცლად
პროფესიის არჩევის ეფექტური გზები
პროფესიაზე და კარიერულ გზაზე დაფიქრება უმნიშვნელოვანესი ეტაპია მოზარდების ცხოვრებისეულ გზა...
იხილეთ ვრცლად
შესავალი ქოუჩინგში
ერთდღიანი სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებში თქვენ შეისწავლით ქოუჩინგის ძირითად პრინციპებს,გაეცნობით მ...
იხილეთ ვრცლად
მაღალეფექტური გუნდების ქოუჩინგი
წარმატებული კომპანიები, პროექტები და პროდუქტები იქმნება გუნდის ეფექტიანი  ურთიერთქმედებ...
იხილეთ ვრცლად
ქოუჩინგი ლიდერებისთვის თამუნა ჩიჩუასთან ერთად - არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში
  პროგრამის შესახებ4 დღიანი პროგრამა დაბალანსებულია სასწავლო და სარელაქსაციო აქტივობებით.სასწა...
იხილეთ ვრცლად