პროფესიის არჩევის ეფექტური გზები

პროფესიის არჩევის ეფექტური გზები
პროფესიაზე და კარიერულ გზაზე დაფიქრება უმნიშვნელოვანესი ეტაპია მოზარდების ცხოვრებისეულ გზაზე. ხშირად მშობლები, ცდილობენ აარჩევინონ შვილებს ისეთი მიმართულებები, რაც მათი აზრით ყველაზე “მომგებიანი” იქნება. მაგრამ იმისათვის, რომ სამომავლოდ მოზარდი რეალიზდეს თავის საქმიანობაში, გრძნობდეს თვით-კმაყოფილებას, მიაღწიოს წარმატებას და ჰქონდეს სასურველი შემოსავალი, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული თავად მოზარდთან დაკავშირებული მთელი რიგი ფაქტორები. რა თქმა უნდა, პროფესიულ გზაზე ხდება ცვლილებებიც, მაგრამ თავიდანვე სწორად შერჩეული მიმართულება ნიშნავს განათლებაში ინვესტირებული დროის და თანხების დაზოგვას.
 
ქოუჩინგური მასტერკლასი მოზარდებისთვის მიზნად ისახავს მოზარდის აზროვნების ფოკუსირებას იმ საკითხებზე, რომლის გათვალისწინებაც მას დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
 
მასტერკლასის შედეგად,პროგრამაში მონაწილე მოზარდები შეადგენენ სასურველი პროფესიების 4 განზომილებიან მოდელს, შეიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ქმედებების გეგმას. მასტერკლასის განმავლობაში ჩატარდება მოზარდების გუნდური ქოუჩინგი, წარმოსახვითი სავარჯიშოები და ინდივიდუალური მუშაობა.

ხანგრძლივობა: 3 საათი (14:00-17:00)

ღირებულება: 55 ლარი

ლოკაცია: სასტუმრო "ციტრუსი" 

მისამართი: თბილისი , 9 აპრილის ქუჩა #3 


გაიარეთ რეგისტრაცია