NLP - ნეირო ლინგვისტური პროგრამირება

NLP - ნეირო ლინგვისტური პროგრამირება

 

ნეირო ლინგვისტური პროგრამირება მოიცავს ადამიანური კომუნიკაციის და რეალობის შექმნის სისტემურ შესწავლას. ეს ასევე არის ცოდნები განსაკუთრებული უნარების შესახებ: როგორ აღწევენ შედეგებს განსაკუთრებული ადამიანები, რა ჩვევები ეხმარება მათ რეგულარული დადებითი შედეგების მიღწევაში.

 

ნლპ ტექნოლოგიები არის ნეირო კვლევების უახლესი შედეგების ინტეგრირება, რომელიც გავლენას ახდენს დღეს მსოფლიოზე. ეს ინტერაქტიული ტრენინგ პროგრამა სავსეა პრაქტიკული მეთოდებით, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ მომენტალურად დაიწყოთ. მონაწილეების შედეგი არის ხარისხიანი კომუნიკაციის ცოდნა და ინტრუმენტები.  

 

ნეირო

 

თქვენი გონება და აზროვნება, ყველაფერი რასაც აკეთებთ განპირობებულია ხედვის, სმენის, ყნოსვის, გემოს, შეხების ნეიროლოგიური პროცესებით. თქვენ შეიგრძნობთ სამყაროს ხუთი გზით, ღებულობთ ინფორმაციას და შესაბამისად მოქმედებთ. ნეიროლოგიაში გარკვევა სწორი ქმედების განხორციელებაში გეხმარებათ.

 

ლინგვისტიკა

 

როგორ იყენებთ თქვენს ენას და რა გავლენა აქვს მას თქვენზე. ენა გვჭირდება ჩვენი ფიქრების ორგანიზებისთვის და სხვებთან საკომუნიკაციისთვის. ხარისხიანი კომუნიკაცია კი ხარისხიანი შედეგების საფუძველია

 

პროგრამირება

 

რა ქმედებებს ახორციელებთ მიზნების მისაღწევად? თქვენ შეგიძლიათ თვითონ მოახდინოთ იდეების და ქმედებების ისეთი ორგანიზება, რომ სასურველი შედეგები მიიღოთ.

 

ეს კურსი არის ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს გააუმჯობესოს პირადი პროდუქტიულობა და ბიზნესის ეფექტურობა. ერიქსონის სასერთიფიკატო პროგრამა გაძლევთ ნლპ საფუძვლებს - ენისა და ნერვული სისტემის საოცარი კავშირის ცოდნას. გამოიყენეთ ეს თქვენი როგორც შემოქმედებითი ლიდერის განვითარებისთვის.



პროგრამის კურიკულუმი შეიცავს შემდეგ კომპეტენციებს:

 

  • სენსორული   სიცხადე
  • დაღუზვა
  • ენა და შედეგობრივი  აზროვნება
  • ტრანსფორმაციული  აზროვნება
  • რწმუნებულებების   რეფორმირება
  • ინტერვენციები

 

 

პროგრამა იწყება 15 მაისს. 

დრო: 10.00-18.00

ერთი მოდულის ღირებულება 1450 ლარი. [თანხაში შედის: კვება,  დღგ, სასწავლო მასალა]

მოქმედებს თიბისი ბანკის ერთ წლიანი უპროცენტო განვადება. 

 


გაიარეთ რეგისტრაცია
გაიარეთ რეგისტრაცია
რიჩარდ ჰაიამსი