მოლაპარაკებების ძალა

მოლაპარაკებები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გვიწევს მოლაპარაკება ყოველდღიურად. და ჩვენი წარმატება სამსახურშიც და პირად ურთიერთობებშიც, ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი მოლაპარაკებების უნარებზე.

ბევრმა არ იცის, რომ კარგი მოლაპარაკება ეს არის ორმხრივად მომგებიანი შეთანხმების წარმოება, სასურველი შედეგების მიღწევაზე მეორე მხარესთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების პირობებში.

სწორედ ასეთ უნარებზეა ფოკუსირებულია ინტერაქტიული მოლაპარაკებების ეს უნიკალური პროგრამა. პროგრამის განმავლობაში თქვენ გაეცნობით მომგებიანი მოლაპარაკებების ჰარვარდისეულ მოდელს, პრაქტიკაში გამოიყენებთ აპრობირებულ ტაქტიკებს და გამოცდით ამ მოდელის ძირითად პრინციპებს. პროგრამის ფარგლებში გაანალიზებთ და შეაფასებთ საკუთარი მოლაპარაკების სტილს, დახვეწავთ თქვენს უნარებს, გამოავლენთ თქვენ ძლიერ თუ სუსტ მხარეებს. ტრენინგის შედეგად გახდებით ბევრად უფრო კარგი მომლაპარაკებელი, რაც დაგეხმარებათ ბევრი ცხოვრებისეული გამოწვევის გადალახვაში. ტრენინგში გამოყენებული იქნება: ქოუჩინგური ინსტრუმენტები, ბიზნეს ქეისები და როლური თამაშები.


აუდიტორია: 

  • ნებისმიერი პირი, ვინც საქმიანობიდან გამომდინარე აწარმოებს კომერციულ ან არაკომერციულ მოლაპარაკებებს
  • გაყიდვების მენეჯერები 

ტრენინგის შინაარსი
  • რა არის მოლაპარაკება და რატომ ვიწყებთ მას?
  • წარუმატებელი მოლაპარაკების დინამიკა
  • მოლაპარაკებების ჰარვარდის მოდელი
  • პრეტენზიების მართვა
  • წარმატებული მოლაპარაკების 4 ფაზა
  • მოლაპარაკების ფარული მოტივები
  • მოლაპარაკების ბერკეტები
  • მოლაპარაკებებში ვაჭრობის 4 პრინციპი
  • მოლაპარაკების მიზანი და BATNA მოლაპარაკების სტრატეგია და ტაქტიკა
  • მომლაპარაკებლის დილემა
  • რა არის "კარგი" მოლაპარაკების შედეგი? 
  • როგორი სტილის მოლაპარაკება აღწევს ყველაზე დიდ შედეგს?
  • კოლაბორაციული მოლაპარაკების 10 ოქროს წესი
  • რა შეგვიძლია ვისწავლოთ სხვა კულტურებიდან, საერთაშორისო მოლაპარაკების წესები

 


ხანგრძლივობა: 2 დღე  (10.00 - 18.30)

ღირებულება: 590 ლარი (ფასში შედის სადილი და 2 ყავის შესვენება) 

თარიღი: 22-23 მარტი

 

გაიარეთ რეგისტრაცია