წარმატებული კომპანიები, პროექტები და პროდუქტები იქმნება გუნდის ეფექტიანი ურთიერთქმედების წყალობით. ყველა ჩვენგანმა საკუთარი გამოცდილებიდან იცის თუ რა დიდი განსხვავებაა ადამიანთა ჯგუფსა და ძლიერ გუნდს შორის. დღესდღეობით, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, გუნდური მსჯელობისა და ფიქრის წახალისების უნარი მენეჯერის ერთ-ერთ საკვანძო უნარად მიიჩნევა. მაგრამ რა ქმნის ძლიერ გუნდს და რა არის მისი საფუძველი? როგორ შეგვიძლია თანმიმდევრულად შევკრათ სწორედ ასეთი, შედეგზე ორიენტირებული გუნდი? სწორედ ამ უნარების განვითარებას ისახავს მიზნად მოცემული პროგრამა. |
აუდიტორია ტრენინგი განკუთვნილია ლიდერებისთვის, ყველა დონის ხელმძღვანელებისთვის (დეპარტამენტის ხელმძღვანელები, საშალო რგოლის მენეჯერები, ტოპ-მენეჯერები), ვისთვისაც აუცილებელია საპროექტო გუნდის პოტენციალისა და რესურსების გამოყენება კომპანიის მიზნების მისაღწევად. |