კონსტრუქციული უკუკავშირი
თანამშრომლებისთვის ეფექტური უკუკავშირის გაცემა არის ორგანიზაციაში ინდივიდუალური და გუნდური მუშობის გაუმჯობესების აუცილებელი პირობა. კომპანიაში, სადაც ღირებულია განვითარება და შესრულების მაღალი მაჩვენებლები, უკუკავშირი არის კორპორატიული კულტურის ნაწილი - კეთდება დროულად, რეგულარულად და მაღალია მიმღებლობის ხარისხი.

კონსტრუქციული უკუკავშირი მიზნად ისახავს შესრულების, ურთიერთობების თუ სიტუაციის უკეთესი სცენარით განვითარებას - იწვეევს გაუმჯობესების სურვილს, აძლევს საკუთარი თავის, სხვისი მოლოდინების და მიზნების უკეთეს ხედვას. ის გვეხმარება გავხდეთ უკეთესი მენეჯერი, ლიდერი, განვითარდეთ და შევქმნათ ეფექტური გუნდები. 

თუმცა მარტივი არ არის კრიტიკული უკუკავშირის გაცემა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გაცემის ფორმას, რადგან არასათანადო და სტრესული უკუკავშირი იწვევს საპირისპირო შედეგებს - ახდენს ინდივიდების და გუნდების დემოტივაციას და პარალიზებას.

როდის და როგორ უნდა გავცეთ უკუკავშირი ისე, რომ მიღწეულ იქნას უკუკავშირის მთავარი მიზანი - გაუმჯობესება. რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ, რა უნარები უნდა გავივარჯიშოთ, როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ კონსტრუქციული უკუკავშირი.

ამ თემაზე გთავაზობთ თამარ ჩიჩუას ინტერაქტიულ პროგრამას, სადაც თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოცდით - დაგეგმავთ და მოდელირებულ გარემოში განახორციელებთ უკუკავშირს 5 სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.

 

 

ხანგრძლივობა: 1 დღე  (10.00 - 18.00)
ღირებულება: 290 ლარი (ფასში შედის სადილი და 2 ყავის შესვენება) 
თარიღი: 20 თებერვალი

გაიარეთ რეგისტრაცია