ემოციური ინტელექტი მშობლებისთვის

ემოციური ინტელექტი მშობლებისთვის

 

რატომ სჭირდებათ მშობლებს ემოციური ინტლექტის ამაღლება?

 

მშობლებისა და შვილების ურთიერთობა კომპლექსური სისტემაა და მასში არსებული სირთულეები ყოველთვის წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას ოჯახურ თერაპიაში. თუმცა თანამედროვე ოჯახები ახალი გამოწვევების წინაშეც დგანან.

 

დღეს შეიძლება ითქვას, ზოგადად ოჯახის ინსტიტუტი კრიზისულ პერიოდს განიცდის. პარტნიორული თანაცხოვრების არასტაბილურობა, დროის სიმცირე, სტრესული გარემო, ონლაინ კომუნიკაციის ფორმები აისახება მშობლების ემოციურ მდგომარეობაზე და მათ ურთიერთობაზე შვილებთან. არადა ყველა ვაცნობიერებთ, რომ ადამიანის ზრდასრული ცხოვრებაში არსებული ყველა პრობლემის სათავე მისი ბავშვობა და კერძოდ მშობლებთან ურთიერთობაა.

 

შესაბამისად, უაღრესად აქტუალური გახდა მშობლების ემოციური ინტელექტი - მათი უნარი მართონ საკუთარი ემოციები, დაარეგულირონ ურთიერთობები და ემოციურად საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ შვილთან გატარებული ლიმიტირებული დრო. ამ უნარების გავარჯიშება და ამაღლება შესაძლებელია. ამისათვის მთავარია მონდომება და საკუთარ თავზე მუშაობა სათანადო სტრატეგიების და ინსტრუმენტების გამოყენებით. 

 

 

პროგრამის შედეგად მშობლები:

 

  • გაანალიზებენ საკუთარ ემოციებს, შვილებთან ურთიერთობის ჩვევებს და ცვლილებების საჭიროებებს

 

  • ისწავლიან სხვადასხვა სტრატეგიებს თუ როგორ შეინარჩუნოთ ემოციურად წონასწორობა სტრესულ სიტუაციებში

 

  • ივარჯიშებენ შვილებთან ემოციური ურთიერთობების გამყარებაში და თანაგრძნობის გამოხატვაში

 

 

რას ვაკეთებთ ტრენინგის მსვლელობისას?

 

ერთი დღის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ:

  • ემოციების და ტვინის მუშაობის შესახებ თეორიულ ცოდნას ნეიროკვლევების უახლეს მიღწევებზე დაყრდნობით
  • პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლის საშუალებითაც ჩაუღრმავდებიან საკუთარ თავს, ემოციებს, აზროვნებას და ქცევებს
  • სპეციალურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიებს, რომლითაც შესაძლებელია ემოციების მართვა კრიტიკულ სიტუაციაში

 

რატომ ეს პროგრამა?

 

გროუინის პროგრამა “ემოციური ინტელექტი მშობლებისთვის” არის საქართველოში ერთადერთი ტრენინგი, რომელიც ეფუძნება ემოციური ინტელექტის Six Seconds*-ისეულ პრაქტიკულ მეთოდოლოგიას.

 

*Six Seconds არის ემოციური ინტელექტის სფეროში მომუშავე მეცნიერების საერთაშორისო გლობალური ქსელი, რომელიც ემოციური ინტელექტის მეთოდების, კონსულტაციების და ტრენინგების აღიარებული ლიდერია 1997 წლიდან. Six Seconds-ის მეთოდები ეფუძნება ემოციური ინტელექტის უახლეს ნეირომეცნიერულ კვლევებს. ქსელში გაერთიანებული პროფესიონალები ათწლეულების მანძილზე წარმატებით იყენებენ Six Seconds-ის მეთოდოლოგიას საშუალო და მსხვილ კომპანიებში, საჯარო ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და სასწავლო დაწესებულებებში სხვადასხვა ქვეყანაში.

 

პროგრამის ავტორის და წამყვანის შესახებ:

 

  • თამარ ჩიჩუა - ფსიქოლოგი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის (Erickson International) სერტიფიცირებული ქოუჩი, CEQP Six Seconds-ის ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული პრაქტიკოსი
  • კომპანია "გროუინის" თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
  • საქართველოს ქოუჩინგის ასოციაციის თანა-დამფუძნებელი და პრეზიდენტი

 

 პროგრამის ხანგრძლივობა: 8 საათი

 თარიღი: 27 ივნისი

 ადგილმდებარეობა : სასტუმრო "ციტრუსი" , 9 აპრილის ქუჩა #3

 ღირებულება: 150 ლარი (ფასში შედის სადილი და ყავის ორი შესვენება) 

 საკონტაქტო ინფორმაცია: +995 599 996 604 

 

 

 


გაიარეთ რეგისტრაცია