ეფექტური პრეზენტაციები

ამ კურსის შედეგად თქვენ:

  • გახდებით უკეთესი კომუნიკატორი, გააუმჯობესებთ უკვე არსებულ უნარებს და შეიძენთ ახალ უნარებს.
  • შესძლებთ გარდაქმნათ პრობლემა - ამოცანად და ეფექტურად მიაღწიოთ დასახულ მიზანს.
  • უკეთ გაიცნობთ და შეისწავლით თქვენ აუდიტორიას და უფრო ეფექტიანად გამართავთ მასთან დიალოგს.
  • სწორად შეარჩევთ და შეიმუშავებთ არგუმენტებს.
  • უფრო ეფექტურად გამოიყენებთ პრეზენტაციას მოლაპარაკების პროცესში.

პრობლემები, რომლებიც უნდა გარდაქმნათ ამოცანებად:

  • პრობლემა: ვღელავ და ეს ხელს მიშლის ნორმალურად წარვმართო მოლაპარაკების პროცესი და პრეზენტაცია vs ამოცანა: რა უნდა ვქნა იმისთვის, რომ მოვახერხო ჩემში არსებული ყველა რესურსის მობილიზება და მივაღწიო დასახულ მიზანს?
  • პრობლემა: ვერ ვახდენ ზემოქმედებას აუდიტორიაზე vs ამოცანა: როგორ გავმართო და ვმართო ეფექტიანი კომუნიკაცია ადამიანებთან?
  • პრობლემა: მიჭირს მეორე მხარისთვის მისაღები და სარწმუნო არგუმენტების შემუშავება vs ამოცანა: როგორ ვიპოვნო საერთო ინტერესი და დავადგინო ღირებულებები?

უკვე იგრძენით პოზიტიურად აზროვნების უპირატესობა? დიახ, ჩვენ ხელოვნურად ვაფერხებთ კომუნიკაციის პროცესს მაშინ, როდესაც ვხედავთ პრობლემას იქ, სადაც მეტწილად საჭიროა ამოცანების დანახვა. პრობლემა გაფერხებს, ხანდახან გიკლავს ნებას - ამოცანა კი გიხსნის გონებას და გხდის მიზანდასახულს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი მიზნებისა და ამოცანების სწორი და პოზიტიური ფორმულირება და სწორედ ამაში დაგეხმარებათ ეს 2 დღიანი პროგრამა.

3 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა გაიაროთ პროგრამა:

  1. ფიქრობთ, რომ კომუნიკაცია არ არის თანდაყოლილი ნიჭი და ყველა საჭირო უნარის ათვისება შესაძლებელია.
  2. არ გაქვთ პრეზენტაციის მართვის გამოცდილება, მაგრამ გაქვთ მოტივაცია და პოტენციალი, რომლის რეალიზებაც გსურთ.
  3. თქვენ ხართ კარგი კომუნიკატორი და გინდათ იყოთ უკეთესი.

 


ტრენინგის შინაარსი

 დღე 1:

  • რა არის „სტრატეგიული პოზიციონირება“ და რისთვის გვჭირდება ის?
  • რა სხვაობაა პრეზენტაციას მართვასა და საჯარო გამოსვლას შორის?
  • სპიკერის / პრეზენტატორის კომფორტის ზონა და როგორ გავზარდოთ ის?
  • შიშის დინამიკა - როგორ ვმართოთ ღელვა, დისკომფორტი და შიში პრეზენტაციის წინ, მის დროს და მის შემდეგ?
  • როგორ ვმართოთ კომუნიკაციის პროცესი: დონე, ბარიერი, ხარვეზი
  • Storytelling - ნდობის ჩამოყალიბების ხერხი
  • პრეზენტაციის 3 ძირითადი მიზანი
  • პრეზენტაციაზე მუშაობის ეტაპები და პრეზენტაციის სტრუქტურა

დღე 2:

  • როგორია გაყიდვების პრეზენტაციის სტრუქტურა?
  • რისგან შედგება პრეზენტაციის წარმატების ფორმულა?
  • აუდიტორიის სპეციფიკა, მისი ტიპები და შესაბამისი ანალიზი
  • 3 არხის არგუმენტაციის პრინციპი
  • როგორ გავზარდოთ ჩვენი კომუნიკაციური კომპეტენცია?
  • ინფორმაციის გაცემისა და აღქმის რიგითობის პრინციპი და კომპოზიციის კანონი.
  • როგორ უნდა შევიმუშავოთ ძლიერი საარგუმენტაციო ხაზი?
  • როგორ ვუპასუხოთ „რთულ“ და „უხერხულ“ კითხვებს მოლაპარაკების დროს?

აუდიტორია: 

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები
  • მოლაპარაკებებში მონაწილე ხელმძღვანელები და პირველი პირები
  • გაყიდვების მენეჯერები და სარეკლამო აგენტები
  • ბიზნეს-ტრენერები
  • მედიის წარმომადგენლები
  • საჯარო მოხელეები
  • პრესს-სპიკერები 

 

 ➡ლოკაცია : სასტუმრო "ბომონდ გარდენი"
 ➡ღირებულება:  390 ლარი (ფასში შედის სადილი და 2 ყავის შესვენება)

    თარიღი: 25-26 მაისი

გაიარეთ რეგისტრაცია
რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე
ეფექტური პრეზენტაციების ტრენინგზე მივიღე ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ როგორც პირადი ისე კარიერული წინსვლისთვის!
სოფია რუხაძე
ეფექტური პრეზენტაციების ტრენინგი არის პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ!
თეა ყენია