ციფრული ტრანსფორმაცია

პროგრამის მიზანი


ციფრულ ეპოქაში, ცვალებად ბაზარზე ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებთან კონკურენციის პირობებში, გაციფრულებაზე ფიქრი ტრადიციული კომპანიების უმრავლესობისთვის უკვე აღარ არის არჩევითი თემა. კომპანიის ლიდერები აცნობიერებენ, რომ გამონაკლისების გარეშე, დიგიტალიზაცია ყველა კომპანიის უახლოესი მომავალია, თუმცა გაციფრულების სწორი სტრატეგიის შემუშავება სხვადასხვა ბარიერებთან არის დაკავშირებული: ციფრული ინოვაციების შესახებ არასწორი წარმოდგენები, მენტალური პარადიგმები, გამოყენების სირთულეები, ინდუსტრიული გამოცდილების ნაკლებობა - ეს და სხვა მიზეზები ბევრად უფრო რთულად და შორეულ პერსპექტივად წარმოაიჩენს გაციფრულების პროცესს კომპანიებისთვის, ვიდრე სინამდვილეშია. ამის გამო, ბევრი ლიდერი ხელიდან უშვებს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით კონკურენტუნარიანობის გაზრდის მნიშნელოვან შესაძლებლობებს.

ეს პროგრამა მიზნად ისახავს ახლო პერსპექტივიდან დაანახოს ლიდერებს როგორ შეიძლება მათ საქმიანობაში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება და რა სარგებელი და გამოწვევები ახლავს ამ პროცესს; ცოდნების, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით შემატოს მათ სინათლე და სითამამე გადაწყვეტილებებში, შემოქმედებითობა ხედვებში და საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყოს მათ კომპანიებში დიგიტალიზაციის პროცესის ეფექტურ დაგეგმარებას და განხორციელებას.

პროგრამის სტრუქტურა

მენტორინგ სესიები პრაქტიკა - ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოები ინოვაციური ვორქშოპები შეხვედრები მოწვეულ ბიზნესის ლიდერებთან და პრაქტიკოსებთან რეალური ქეისების გარჩევები Q&A სესიები

პროგრამის შედეგები:

  • პროგრამა მოხსნის შესაძლო რეალურ და წარმოსახვით ბარიერებს ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე:
  • გააუმჯობესებს ლიდერების ხედვას მათი ინდუსტრიის და კომპანიების ციფრულ მომავალთან დაკავშირებით`
  • ლიდერები უკეთესად გაერკვევიან ტექნოლოგიურ და ინოვაციურ გადაწყვეტილებებში, შესაძლებლობებში და დაუკავშირებენ მათი კომპანიის საჭიროებებს
  • უფრო ნათლად დაინახავენ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში წამოჭრილ შესაძლო გამოწვევებს და გაეცნობიან მათი გადაჭრის გზებს
  • გააცნობიერებენ დიგიტალიზაციის თანმხლებ მენტალურ ცვლილებებს, გუნდური ინოვაციურობის დანერგვის პრაქტიკას
  • გაერკვევიან რატომ და როგორ ხდება დიგიტალიზაციის ეპოქაში ახალ, ეჯაილ ბიზნეს მოდელებზე გადასვლა და რა ფილოსოფია დგას ამ პრაქტიკული ცვლილების უკან
  • ისწავლიან ლიდერობის სრულიად ახლებურ მიდგომას, რომელიც ამცირებს რეზისტენტობას, ზრდის ლიდერსა და გუნდს შორის
  • ნდობას და უზრუნველყოფს გუნდის მოტივაციას უჩვეულო ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესში
  • გაეცნობიან რეალურ გამოცდილებას, წარმატებული ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის და ინოვაციების ქეისებს ადგილობრივ ბაზარზე
     

აუდიტორია:

პროგრამა განკუთვნილია კომპანიის აღმასრულებელი დირექტორებისთვის, რომელთაც სურთ გაიუმჯობესონ ხედვები და ცოდნები ციფრული ტრანსფორმაციის ეფექტური დანერგვისთვის

მონაწილეთა შერჩევა:

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - სტრატეგიული გადაწყვეტილება გაციფრულების მიმართულებით 2021-2022 წლიდან

ხანგრძლივობა: 4 დღე [10:00-18:00]
პერიოდი: 27-30 მაისი
ლოკაცია: ლოპოტა სპა&რეზორტი
ღირებულება: 1250 $ [დღგ-ს გარეშე, ექვივალენტი ლარში, ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით, თანხაში შედის: სასტუმროში ინდივიდუალური ნომერი, სამჯერადი კვება]


გაიარეთ რეგისტრაცია