4 კვადრანტული აზროვნება და კვანტური ინტელექტი

4 კვადრანტული აზროვნება და კვანტური ინტელექტი


გადაწყვეტილების მიღება გაურკვევლობაში


4 კვადრანტული აზროვნება და კვანტური ინტელექტი 


პროგრამის ავტორები:

მერლინ ატკინსონი, ფსიქოლოგიის დოქტორი

პიტერ სტეფანი, ფიზიკის დოქტორი

 

პროგრამის უნიკალობა

 

ყველას გვახსოვს ეინშტეინის ცნობილი გამონათქვამი “იმ ტიპის აზროვნება, რომელმაც შეგვიყვანა პრობლემაში, პრობლემიდან ვერ გამოგვიყვანს”. სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ გზაჯვარედინია და გამოწვევების დასაძლევად ჩვენ გვჭირდება სხვა ტიპის აზროვნება.

 

თანამედროვე მეცნიერება ბევრი მიმართულებით ვითარდება. ის სწავლობს სამყაროს კანონებს, ადამიანის ტვინის განვითრების პრინციპებს, აღმოაჩენს უმცირეს ნაწილაკებს, რომლებიც ქმნიან იმ სამყაროს რომელშიც ვცხოვრობთ. ამ კვლევების შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ყველაფერი კავშირშია. კვანტური ფიზიკის სფეროში გაკეთებული აღმოჩენები გვეხმარება ადამიანის გონების ფუნქციონირების და შესაძლებლობების უკეთესად გაგებაში. 4 კვადრანტული აზროვნების საფუძველია ჰოლონების, ანუ სისტემაში სისტემების იდეა, რომელიც წარმოადგინა არტურ კელერმა და განავითარა კენ ვილბერმა.

 

პროგრამა ცხადყოფს კვანტურ ფიზიკასა და ადამიანურ აზროვნებას შორის კავშირს. ის ასევე ხსნის ფიქრებსა და ჩვენს გარშემო არსებულ რეალობას შორის ურთიერთდამოკიდებულებას. ამის გაცნობიერება გვეხმარება დავინახოთ შესაძლებლობების მთელი სპექტრი მაშინ, როდესაც დავდგებით გადაწყვეტილების მიღების პირისპირ.

 

ამ სამდღიან პროგრამაში მონაწილეობა დაგეხმარებათ კორპუსკულარულ-ტალღური დუალიზმის საფუძველზე გამოიმუშაოთ ახალი მიდგომა და უნარები გრძელვადიანი და მოკლევადიანი დაგეგმვის სისტემაში.

4 კვადრანტული კვანტური აზროვნება არის პროგრამა, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს ასოცირებულ გამოცდილებით პროცესებსა და დისოცირებულ კვანტურ მეცნიერებას შორის კავშირს. ეს არის პიროვნული მეცნიერული რევოლუცია. 

  • თქვენ გაეცნობით კვანტური მეცნიერების პარადოქსებს, რომელსაც ვაწყდებით ყოველდღიურობაში და აითვისებთ მათი გადალახვის ტექნიკებს
  • თქვენ ისწავლით გარკვეულ სფეროებში კვადრანტული რუქების შექმნას. კვანტური ფიზიკის პრინციპები და ოთხ კვადრანტული აზროვნება ქმნიან საფუძველს გადაწყვეტილების მიღების, დაგეგმვის და პიროვნული განვითარების სრულიად ახალი მექანიზმებისთვის
  • თქვენ შექმნით ეფექტიან სისტემებს, რომელიც გააერთიანებს თქვენ პირად ცხოვრებისეულ ფილოსოფიას და რეალობისადმი კომპლექსურ მიდგომას

 

 

ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა

 

ლიდერებისთვის, კონულტანტებისთვის, ქოუჩებისთვის, ტრენერებისთვის და ნებისმიერი სხვა პროფესიის დაინტერესებული პირებისთვის.

მონაწილეობის პირობები: რეკომენდებულია საბაზისო კურსის (მინიმუმ 8 სთ) გავლა ქოუჩინგში.

 

რას მიიღებთ შედეგად

 

  • ეფექტური კომპლექსური აზროვნების და პირადი გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტებს
  • ფიქრის პროცესს, კვანტურ ფიზიკასა და მათემატიკას შორის არსებული კავშირის გაცნობიერებას
  • რთული, თითქმის შეუძლებელი ამოცანების გადაწყვეტის უნარს

  

კურსის თანაავტორი და წამყვანი - პიტერ სტეფანი, PhD

 

პიტერი არის ფიზიკის დოქტორი, სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი ICF PCC, ტრენერი, გადაწყვეტილების მიღების და ჩეინჯ-მენეჯმენტის სპეციალისტი. 17 წელი მუშაობდა კორპორატიული მეთვალყურისა და მმართველის პოზიციებზე, დღეს მართავს წარმატებულ საკონსულტაციო კომპანიას. ის არის ფიზიკის დარგში 35-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორი, მიღებული აქვს 200-ზე მეტი ჯილდო. მაგრამ პიტერი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ის აღფრთოვანებული და შთაგონებულია ტვინში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებით და სამყაროს კომპლექსურობაზე ფიქრით.

 

ღირებულება: 1290 ლარი (ღირებულებაში შედის: დღგ, კვება)
პერიოდი: 14-16 თებერვალი

მოქმედებს თიბისი ბანკის ერთ წლიანი 0% უპროცენტო განვადება.

 


გაიარეთ რეგისტრაცია
გაიარეთ რეგისტრაცია
პიტერ სტეფანი