გუგლის თანახმად, საუკეთესო მენეჯერებს აქვთ ეს 10 თვისება

05 .09 .2018

გუგლის თანახმად, საუკეთესო მენეჯერებს აქვთ ეს 10 თვისება

2018 წლის დასაწყისში გუგლის მკვლევარებს სურდათ გაეგოთ რა ხდის მენეჯერებს განსაკუთრებულებს გუგლში.
და აი, რა აღმოაჩინეს.

პროექტი ოქსიგენი

გუგლს უნდოდა გამოერკვია რა საერთო მახასიათებლები აქვთ გუგლის საუკეთესო შემსრულებელ მენეჯერებს. შიდა კვლევებზე დაყრდნობით მიღებული მიგნებები გუგლმა შემდეგ მენეჯერების განვითარების პროგრამებშიც გამოიყენა.
დროთა განმავლობაში, გუგლმა აღმოაჩინა, რომ შედეგების გასაჯაროებამ და ამ ძირითადი პრინციპებით მენეჯერების დატრენინგებამ გააუმჯობესა გუნდის ისეთი შედეგები, როგორიცააა ბრუნვის მაჩვენებლები, თანამშრომელთა კმაყოფილება და შესრულების ხარისხი.
კომპანიამ ასევე გაითვალისწინა გუგლის ზრდის და განვითარების პროცესში თანამშრომლებისგან მიღებული უკუკავშირი და საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბა საკვანძო ქცევითი მოდელები, რაც აქცევს მენეჯერს საუკეთესოდ.

საუკეთესო მენეჯერის
10 ქცევა:

#1. არის
კარგი ქოუჩი

საუკეთესო მენეჯერები არ არიან მხოლოდ კარგი შემსრულებლები, ისინი ახდენენ თავიანთი დროის და ენერგიის ინვესტირებას სხვების ქოუჩინგში. საუკეთესო მენეჯერები აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, რაც მათ გუნდს ზრდაში ეხმარება.

#2.
აძლიერებს გუნდს და არ არის დაკავებული მიკრო-მენეჯმენტით

მთავარია გაძლიერება.
რას აკეთებთ იმისთვის, რომ გააძლიეროთ სხვები თქვენს გუნდში და მთელს ორგანიზაციაში? მიკრომენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა რომელსაც უშვებენ ცუდი მენეჯერები. მიეცით თქვენს ჯგუფს თავისუფლება. იყავით მოქნილები. ზოგჯერ საჭიროა გზა დაუთმოთ სხვებს. არავის უყვარს მიკრომენეჯერი.

#3.
ქმნის ერთიან გუნდურ გარემოს წარმატებისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვის ჩვენებით

იყავით ინკლუზიური. გააერთიანეთ გუნდი და გახადეთ ისინი მისიის ნაწილი. შექმენით გარემო, სადაც ნებისმიერს შეუძლია დასვას შეკითხვა, ჩაატაროს ექსპერიმენტი და შემოგთავაზოთ ახალი იდეა.

#4.
პროდუქტიულია და შედეგზე ორიენტირებული

შედეგები მნიშვნელოვანია, მაგრამ ორგანიზაციაში უნდა შექმნათ ისეთი კულტურა, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა განვითარდეს, რომ შექმნას სასურველი შედეგი.
აჩვენეთ გუნდს როგორ უნდა შექმნას ის რაც თქვენ გინდათ. არ არის სწორი როდესაც მენეჯერები უსახავენ თანამშრომლებს მიზნებს და შემდეგ ელოდებიან შედეგებს. 

#5.
კარგი კომუნიკატორია - უსმენს და აზიარებს ინფორმაციას

ძალიან ბევრი მენეჯერი ვერ აღწევს წარმატებას, რადგან მათ არ შეუძლიათ სწორი კომუნიკაცია.
კომუნიკაცია არ არის ცალმხრივი. არსებითია იყოთ კარგი მსმენელი. დაუთმეთ დრო გუნდთან ურთიერთობას და მოუსმინეთ მათ.

#6.
მხარს უჭერს კარიერულ განვითარებას და მსჯელობს შესრულებაზე

არ ფოკუსირდეთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია  გუნდს თქვენთვის.  დაფიქრდით - რისი გაკეთება შეგიძლიათ მათთვის თქვენ - და როგორ შეგიძლიათ იმუშაოთ ერთად იმისათვის, რომ მიუახლოვდეთ კომპანიის მიზნებს და მისიას.
კარიერული განვითარება მნიშვნელოვანია - მიეცით თქვენ გუნდს ინსტრუმენტები, რომელიც ჭირდებათ ზრდისთვის.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია (პოზიტიური და კონსტრუქციული) უკუკავშირი - და ამის სწორად გაკეთება.

#7.
აქვს ნათელი ხედვა და სტრატეგია გუნდისთვის

როგორ განვითარდება გუნდი, თუ მენეჯერს არ აქვს ნათელი ხედვა და სტრატეგია?
მენეჯერისგან იწყება გუნდისთვის საფუძვლის შექმნა და მიმართულების მიცემა.

#8.
ფლობს საკვანძო ტექნიკურ უნარებს იმისათვის რომ რჩევებით დაეხმაროს გუნდს

სიმყარე მნიშვნელოვანია. მენეჯერები არ “ჩეკ-აუთდებიან” როდესაც ხდებიან მენეჯერები, პირიქით ისინი თვითონ ერთვებიან პროცესებში.
თქვენ არა მარტო დაეხმარებით გუნდს უკეთეს შედეგების მიღწევაში, არამედ თქვენი ტექნიკური ექსპერტიზის დემონსტრირებით გუნდის სანდოობასაც მოიპოვებთ.  

#9. თანამშრომლობს მთელი გუგლის მასშტაბით

ქვენი გუნდი კუნძული არ არის.
უნდა ითანამშროლოთ მთელი ორგანიზაციის ფარგლებში. თქვენ გაქვთ ექსპერტიზა, რომელიც შეიძლება ვინმემ სხვა გუნდშიც გამოიყენოს. მათაც აქვთ უნარები, რომელიც თქვენ შეიძლება გამოგადგეთ.
რაც უფრო მეტს აზიარებს ყველა, მით უფრო ვითარდება ორგანიზაცია.
კოლაბორაციას მივყავართ საუცხოო სინერგიამდე.

#10. ძლიერი გადაწყვეტილების მიმღებია

ანალიტიკა საჭიროა. სტრატეგია მნიშვნელოვანია. თუმცა ვერაფერი ჩაანაცვლებს მენეჯერის გადაწყვეტილების მიღების ძლიერ უნარს.
შეიძლება უსაზღვრო დრო დახარჯოთ ანალიზში, სტრატეგიის შემუშავებაში და სცენარების ტესტირებაში.
მაგრამ მთავარი მაინც ქმედებაა.
ეს არის 10 ფაქტორი, რაც აქცევს მენეჯერს საუკეთესოდ გუგლში. რა ქმნის საუკეთესო მენეჯერს თქვენ ორგანიზაციაში? 

წყარო: https://www.forbes.com/sites/zackfriedman/2018/08/30/best-managers-google/#62c280514f26