რატომ არ შეგვიძლია აუცილებელი ცვლილებების გატარება?

15 .06 .2017

რატომ არ შეგვიძლია აუცილებელი ცვლილებების გატარება?


რიჩარდ ბეკჰარდი იყო ორგანიზაციული განვითარების, როგორც მეცნიერულად გამოყენებითი დისციპლინის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დევიდ გლეიჩერთან ერთად, მან განავითარა ცვლილებების ფორმულა, რომელიც აღწერს პირობებს ორგანიზაციული ცვლილებების გასანხორციელებლად. ეს ფორმულა შეიძლება გამოყენებულ იქნას ცვლილებებისთვის პირად ცხოვრებაშიც.


ფორმულა კი შემდეგნაირად გამოიყურება:

უკმაყოფილება * ხედვა * პირველი ნაბიჯები > ცვლილებების მიმართ წინააღმდეგობა  



პირველი ელემენტი - მიმდინარე მდგომარეობით უკმაყოფილება.
 მოცემული ფორმულის საკუთარ თავზე შესამოწმებლად, თქვენ შეგიძლიათ დაფიქრდეთ განსხვავებაზე დღევანდელ სიტუაციასა და თქვენ მიერ წარმოდგენილ, სასურველ სიტუაციას შორის და შემდეგ განსაზღვროთ, თუ რამდენად გაქვთ რეალურად ამ ცვლილებების მოთხოვნილება.

მეორე ელემენტი- სასურველი მომავალი მდგომარეობის ხედვა. (შეიძლება ის ასევე იმ ღირებულებებთან დააკავშიროთ, რომელთაც ემყარება თქვენი ხედვა).

მესამე ელემენტი -პირველი პოზიტიური ნაბიჯები, რომლებსაც თქვენი ხედვის რეალობად ქცევისათვის გადადგამთ (ან უკვე გადადგით), და თქვენი მზაობა გადადგათ ეს ნაბიჯები.

ცვლილებების მიმართ წინააღმდეგობის პროცესი კი ტვინის ბუნებრივი ემოციური რეაქციაა, რომლის დროსაც ტვინი გიმტკიცებთ, რომ უმჯობესია ყველაფრის ისე დატოვება, როგორც არის. ამის არგუმენტები მას შეიძლება  მოყავდეს თქვენი პირადი გამოცდილებიდან, სოციალური მემკვიდრეობიდან და ა.შ.

იმისათვის, რომ ცვლილებები განხორციელდეს, უკმაყოფილების, ხედვისა და პოზიტიური ნაბიჯების ნამრავლი უნდა იყოს ცვლილებათა მიმართ წინააღმდეგობაზე მეტი.

უკმაყოფილება, ხედვა და პირველი ნაბიჯები, თავის მხრივ, ცალ-ცალკეც დიდი მოტივაციაა ცვლილებების დასაწყებად, მაგრამ რომელიმე ერთი წამოწყებული ცვლილების გაგრძელება და რაიმე სახის გადატრიალების მოხდენა რთული იქნება სხვების გარეშე. ყველაზე დიდი და სტაბილური სტიმული ცვლილებისათვის ჩნდება მაშინ, როცა სამივე ელემენტი ერთად ამოქმედდება. ბეკჰარდის ფორმულის მიხედვით, ცვილებათა შიშის და წინააღმდეგობის გადასალახად საჭიროა, რომ თუნდაც უმცირესი დოზით, მაგრამ სამივე ელემენტი რაღაც სახით მაინც არსებობდეს.  ასე რომ, თუ თქვენ შეგექმნათ პრობლემები ცვლილებების გატარებისას, პირველ რიგში გაარკვიეთ, რომელი ელემენტია თქვენს შემთხვევაში ყველაზე დაბალ დონეზე.

ცვლილებათა წინააღმდეგობების გადასალახად, გირჩევთ საკუთარ თავზე შემდეგნაირად იმუშაოთ:

1. გააანალიზეთ არსებული არადამაკმაყოფილებელი სიტუაციის ჩარჩოდან გამოსვლის აუცილებლობა.
2. კონცენტრირდით ღირებულებებზე და წარმოიდგინეთ ის სიტუაცია, რომელიც იქნება ცვლილებათა გატარების შემდეგ.
3. განსაზღვრეთ მყარი და კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც გადადგამთ მიზნისაკენ მიმავალ გზაზე.

ცვლილებათა მხარდაჭერის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ქოუჩის პოვნა და ამ თემაზე მასთან ერთად მუშაობაა. ქოუჩი ფოკუსირებულია ძლიერ გადაწყვეტილებებზე-მას შეუძლია დაგეხმაროთ თავად ცვლილებებზე მუშაობაში წინააღმდეგობის გვერდის ავლით. კარგი ქოუჩი იკვლევს კლიენტის მდგომარეობას და ცდილობს მასთან ერთად შეიმუშავოს ჯერ მაკრო-ხედვა(უფრო მეტად ზოგადი და კონცეპტუალური), ხოლო შემდეგ- მიკრო-გეგმა,რომელიც, შეიძლება ითქვას,რომ შედგება მაკრო-გეგმის შესასრულებელი ქმედებებისაგან.

ქოუჩის ტრანსფორმაციული საუბრის ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ისეთი კითხვების დასმაა, რომელიც ადამიანის მთელ ყურადღებას ერთი საჭირო მხარესკენ მიმართავს. ამ მიმართულებით ფიქრის შემდეგ, ადამიანი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას,ისახავს მიზნებს და ამ მიზნების გასახორციელებელ გეგმებს, ანუ იღებს იმ შედეგს, რომელიც მას სურდა, რომ მიეღო.

ახლა, როდესაც თქვენ უკვე იცით ცვლილებათა ფორმულა, დაფიქრდით, თქვენი ცხოვრების რომელ სფეროებში გსურთ ცვლილებების გატარება. რომელი ელემენტი გაქვთ საკმარისი რაოდენობით, რომელი ელემენტი არ გყოფნით? როგორ შეიცვლებოდა თქვენი ცხოვრება ამ ცვლილებებთან ერთად? შეიძლება ისიც კი აღმოაჩნოთ, რომ უკვე იმყოფებით ცვლილებათა წინააღმდეგბის გადამლახავ გზაზე.

მ.ატკინსონი/რ. ჩოისი


 
ლიდერის შინაგანი ძალა. ქოუჩინგი, როგორც პერსონალის მართვის მეთოდი
წარმოგიდგენთ მონაკვეთს ჯონ უიტმორის წიგნიდან „ლიდერის შინაგანი ძალა. ქოუჩინგი, როგორც პერსონალის მართვის მეთოდი“:
იხილეთ ვრცლად
ქოუჩინგი, როგორც პერსონალის განვითარების ინსტრუმენტი
ქოუჩინგის ამოცანაა დაეხმაროს ადამიანს მისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და რეალიზებაში, შესაბამისად, ქოუჩინგი შეიძლება ეხებოდეს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს
იხილეთ ვრცლად