მე შენთვის - ახალი ონლაინ პლატფორმა გროუინისგან

02 .04 .2020

მე შენთვის - ახალი ონლაინ პლატფორმა გროუინისგან

სულ მალე გროუინი კლიენტებსა და პროფესიონალებს შესთავაზებს უნიკალურ ონლაინ პლატფორმას I4U (მე შენთვის), სადაც ჩვენი მომხმარებლები შეძლებენ მარტივად და სწარაფად მიიღონ დახმარება პროფესიული ქოუჩებისა და ფსიქოლოგებისგან.
კრიზისული პერიოდის პირველივე დღეებიდან გახდა თვალსაჩინო თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დამდგარიყო მოსახლეობა ფსიქოლოგიური და ემოციური თვალსაზრისით. რადიკალურ ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია, მიზნების და სტრატეგიების სწრაფი რევიზია, ემოციური ბალანსის შენარჩუნება - ამ და სხვა სირთულეებთან დამოუკიდებლად გამკლავება გამოწვევა აღმოჩნდა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის.
დღეს, გახანგრძლივებული სოციალური იზოლაციისა და დისტანცირების პირობებში, კიდევ უფრო იზრდება პროფესიონალი ქოუჩებისა და ფსიქოთერაპევტების როლი საზოგადოების მორალური სიძლიერის და ფსიქიკის ადეკვატური ფუნქციურობის შენარჩუნებისთვის. მეცნიერები მთელს მსოფლიოში თანხმდებიან რომ პლანეტის მოსახლეობა დგას დეპრესიების, სუიციდის, ოჯახური ძალადობის და ზოგადად აგრესიის ფაქტების რადიკალური ზრდის უდიდესი რისკის წინაშე, რომელიც შეიძლება ვირუსულ პანდემიაზე არანაკლებ საშიშიც იყოს.
საქართველოს ყავს ბევრი მცოდნე, გამოცდილი ქოუჩი და ფსიქოთერაპევტი, რომელთა მომსახურება ეხლა ისე საჭიროა როგორც არასდროს. თუმცა მათთან წვდომა მუდმივად დაკავშირებულია გარკვეულ ტექნიკურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ ბარიერებთან, რის გამოც პოტენციური მომხმარებლები მათთვის აუცილებელი მომსახურების გარეშე რჩებიან.
ონლაინ პლატფორმა I4U მიზნად ისახავს კონტაქტის უზრუნველყოფას პროფესიონალებსა და იმ მომხმარებლებს შორის, რომლებიც საჭიროებენ ქოუჩების და ფსიქოთერაპევტების დახმარებას ცხოვრებისულ ან კარიერულ საკითხებთან დაკავშირებით.
პლატფორმის ძირითადი უპირატესობებია:
  • ერთ სივრცეში თავმოყრილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქოუჩინგის და ფსიქოლოგიის სფეროში მოქმედი პრაქტიკოსების შესახებ (გამოცდილება, განათლება, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კლიენტების რეკომენდაციები, სხვ.)
  • პროფესიონალის მოძიების შესაძლებლობა კლიენტის საჭიროებისა და პრეფერენციების მიხედვით.
  • ონლაინ სესიების დაჯავშნის და ანგარიშსწორების მოქნილი და მარტივი სისტემა
  • კლიენტის პროფესიონალთან ინკოგნიტოდ კომუნიკაციის შესაძლებლობა
ონლაინ პლატფორმა I4U ამჟამად ტესტირების პროცესშია და სრულფასოვან ოპერირებას დაიწყებს 16 აპრილიდან. პლატფორმით დაინტერესებულ პროფესიონალებს შეუძლიათ რეგისტრაცია ამ ბმულზე: https://bit.ly/2VnCj8V