რიჩარდ ჰაიამსი

რიჩარდ ჰაიამსის [ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, PCC, CSFC, Faculty Lead & Senior Facilitator] პროფესიული ცხოვრების მისიად შეიძლება ჩაითვალოს სხვების ხელშეწყობა იმაში, რომ ენერგის წყაროდ გამოიყენონ ძლიერი კომუნიკაციური უნარები და უნიკალური შესაძლებლობები. რიჩარდი სარგებლობს თავისი ქოუჩინგური ექსპერტიზით იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს ინდივიდებს გადალახონ შიშები, ეფექტურად გამოიყენონ ემოციები და გახდნენ საკუთარი ცხოვრების მთავარი შემოქმედები.

 

რიჩარდის ინტერატიული, ინფორმატიული და ენერგიული ტრენინგები მონაწილეებს აძლევს მათ ახალ უნარებში თავდაჯერებულებას და დინამიურ გამოცდილებას. ნლპ სასერთიფიკატო პროგრამების ჩათვლით, მისი გამოცდილება მოიცავს ადამიანური რესურსების განვითარების და კომუნიკაციის პროგრამების 1500 საათზე მეტს.

 

რიჩარდი არის ნლპ მასტერ პრაქტიკოსი, ნლპ ტრენერი, სერტიფიცირებული ქოუჩი და ფლობს ერიქსონისეული ჰიპნოთერაპიის უნარებს. ამასთანავე, ის აქტიურად მონაწილეობს დინამიური და ენერგიული ტრენინგების შექმნის მეთოდოლოგიებში, რაც მონაწილეების გაძლიერებას, შინაგანი შესაძლებლობების და რესურსების აღმოჩენას და გამოყენებას უწყობს ხელს.