მაღალეფექტური გუნდების ქოუჩინგი

მაღალეფექტური გუნდების ქოუჩინგი
ეს სამდღიანი პროგრამა ლიდერებს სთავაზობს გუნდური ქოუჩინგის ინსტრუმენტებს და ნებისმიერი შეხვედრის ფასილიტაციის უნარებს. მეთოდოლოგია აძლიერებს შემოქმედებით უნარებს და გუნდის სტრატეგიულ აზროვნებას. პროგრამის სტრუქტურა და პრინციპები ზრდის ინოვაციურობას, მონაწილეები სწავლობენ როგორ შექმნან გარემო ენერგიული გუნდური აზროვნებისთვის, სადაც ახლებური გზების და ინოვაციების გენერირება ტიპური ჩვევაა. ლიდერები სწავლობენ როგორ გარდაქმნან ინდივიდების ჯგუფი მაღალ ეფექტურ გუნდად რომელიც ორიენტირებულია მიღწევებზე.
აუდიტორია: 
კომპანიის ლიდერები, ქოუჩები და მენეჯერები, რომლებიც ფლობენ ქოუჩინგის ბაზისურ უნარებს და სურთ გუნდებთან ეფექტური მუშაობა.
ტრენინგის შინაარსი:

1 დღე - გუნდის წევრების ჩართულობის გაზრდა და მათი უნიკალური უნარების გაღვიძება. მეთოდების გამოყენება “გუნდური აზროვნების” განვითარებისთვის. ორგანიზაციის მიზანთან დაკავშირებული ღირებულებების განსაზღვრა. გუნდის ეფექტურობის იმ ასპექტების მოძიება, რომელიც ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღებას. გუნდის წევრების წვლილის და ტალანტების დაფასება.|

2 დღე - გუნდის შეკრულობის და ხედვების განვითარება ტვინის სისტემების ცოდნაზე დაყრდნობით. გუნდის შემოქმედებითი აზროვნების გაფართოების ხელშეწყობა, იდეიდან ქმედებაზე გადასვლა. ეფექტური შეხვედრების სტრუქტურის შექმნა, გუნდური დიალოგის დანერგვა უფრო ზუსტი მიზნების დასახვისთვის

3 დღე - გუნდის პროგრესის გაზომვა და კოლაბორაციის შესაძლებლობების აღმოჩენა. ბრეინშტორმინგის ინსტრუმენტების გამოყენება გუნდის წევრების სამოქმედო ნაბიჯების და ანგარიშგების მხარდასაჭერად. კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის ინსტრუმენტები. გუნდურ დინამიკაზე მოქმედი სხვადასხვა პიროვნული მახასიათებლების და აზროვნების სტილის ამოცნობა მუშაობისას.
პროგრამის დეტალები:

მონაწილეები იღებენ ერიქსონის უნივერსიტეტის საერთაშორისო სერთიფიკატს 
პროგრამა მოიცავს განგრძობადი სწავლების ICF აკრედიტებულ 14 საათს
ხანგრძლივობა: 3 დღე  (10.00 - 18.00)
ღირებულება: 1150 ლარი (ფასში შედის სადილი და 2 ყავის შესვენება) 
თარიღი: 5-7 დეკემბერი, 2019

აუცილებელი მოთხოვნაა ქოუჩინგის საბაზისო ცოდნა. 
 
 
 
 
 

გაიარეთ რეგისტრაცია
გაიარეთ რეგისტრაცია
პაულიუს რეიტი