ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება

ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება

4 მოდულიანი სასერთიფიკატო პროგრამა "ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება" არის ქოუჩინგის შესასწავლი უნიკალური, ტრანსფორმაციული პროგრამა, რომელიც შექმნილია ერიქსონის სკოლის დამფუძნებლის, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის მერლინ ატკინსონის (Marilyn Atkinson) მიერ. კურსის დასრულებისთანავე თქვენ შეგიძლიათ გახდეთ პროფესიონალი ქოუჩი ან გამოიყენოთ ქოუჩინგის ცოდნები და უნარები თქვენი პროფესიის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად, საქმიანი და პირადი ცხოვრების ბალანსის უზრუნველსაყოფად, ყოვლდღიური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

პროგრამა აკრედიტირებულია ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) მიერ. ტესტირება და სერთიფიცირება ტარდება ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) სტანდარტების შესაბამისად. სერთიფიკატს აქვს საერთაშორისო აღიარება.

 

აუდიტორია

პროგრამა განკუთვნილია ხელმძღვანელებისთვის და კომპანიის მფლობელებისთვის, ბიზნეს-ტრენერებისთვის, ბიზნეს-კონსულტანტებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის და ნებისმიერი პროფესიისა და ასაკის ადამიანისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ქოუჩინგი. 

 


მოდული 1
მოდული I.
მოდულის თემები: ქოუჩინგის საბაზისო ინსტრუმენტები. კლიენტებთან და თანამშრომლებთან მუშაობის ეტაპები. იმ პროცესების გააზრება, რომლებიც მიმდინარეობს ადამიანის გონებაში. ქოუჩინგის მიდგომები, რომლებიც გამოიყენება პროდუქტიულობისა და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.

რას ისწავლით მოდულის გავლის შედეგად: 
  • ქოუჩის პოზიცია, მასში შესვლა და შენარჩუნება
  • ეფექტური მიზნების ფორმულირება, რომლებსაც მივყავართ ხარისხიან შედეგამდე
  • სანდოობაზე დაფუძნებული, გახსნილი ურთიერთობის შექმნა 
  • ძლიერი, შედეგზე და ქმედებაზე ორიენტირებული კითხვების დასმა
  • ქოუჩ-სესიის ფორმატის დაცვა
  • მოტივაციის მართვისა და მიზნების მიმდევრობის ინსტრუმენტების გამოყენება
  • ღია და განვითარებაზე მიმართული უკაკავშირის განხორციელება
 
ხანგრძლივობა: 4 დღე  (10.00 -18.00)
მოდულის ღირებულება - 2190 ლარი.
რეგისტრაცია
მოდული 2
მოდული II.
მოდულის თემები: პროექტების შემუშავება და დანერგვა. პროექტის წარმატებულ რეალიზებაზე მიმართული ინსტრუმენტები: დაგეგმვა, პრიორიტეტების დალაგება, დროის მართვა,შემოქმედებითი სტრატეგიების შემუშავება.

რას ისწავლით მოდულის გავლის შედეგად:
  • სამოქმედო გეგმის შექმნის და რაციონალიზაციის სტრატეგიების გამოყენება
  • ინსტრუმენტები კლიენტებთან და თანამშრომლებთან გეგმების რეალიზებასთან, დროის მართვასთან და გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებულ თემებთან სამუშაოდ
  • ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების გამოყენება ტვინის უკეთესი ფუნქციონირებისთვის
  • რესურსული მდგომარეობის მართვის უნარ-ჩვევები
  • მიდგომები, რომელიც ეხმარება ადამიანს თვით-შემეცნებასა და საკუთარი კომპეტენციების აღიარებაში   

ხანგრძლივობა: 4 დღე (10.00-18.00)

სტანდარტული ფასი - 2190 ლარი
რეგისტრაცია
მოდული 3
მოდული III.

მოდულის თემები: ღირებულებებზე მუშაობა: გუნდისა და ადამიანების პოტენციალის გამოვლენა მათ ღირებულებებზე დაყრდნობით. სიღრმისეული ღირებულებების გამოკვლევის ინდივიდუალური პროცესი და ამ პროცესში სხვებისთვის დახმარების გაწევა. კლერ გრეივზის სპირალური დინამიკა: ადამიანების, ორგანიზაციებისა და საზოგადოების ღირებულებათა ევოლუცია.


რას ისწავლით მოდულის შედეგად:

  • როგორც საკუთარი, ასევე კლიენტების და თანამშრომლების სიღმისეული მოტივაციის განსაზღვრა
  • ქოუჩინგური პროცესის გამოყენება სასურველ უნარებში დახელოვნებისთვის  
  • ეფექტური საუბრის გამოყენება კლიენტის შიშების და შინაგანი ბარიერების გადასალახად
  • კლიენტის პროდუქტიულობის ზრდის ხელშემწყობი ინსტრუმენტების გამოყენება
  • კლიენტის სიღრმისეული ცოდნების წვდომისთვის საჭირო სავარჯიშოები 

ხანგრძლივობა: 4 დღე (10.00-18.00)

სტანდარტული ფასი - 2190 ლარი
რეგისტრაცია
მოდული 4
მოდული IV.
მოდულის თემები: პროექტის დასრულების ხელოვნება. ოსტატობის ინტეგრირების ტექნოლოგიები. კლიენტებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და ექსპრესს-დიაგნოსტიკა. სტრესგამძლეობის ამაღლების ინსტრუმენტები. ქოუჩინგის ტექნოლოგიებისა და პროფესიული ქოუჩის   უნარების ინტეგრირება.

რას ისწავლით მოდულის შედეგად:
  • ტექნიკები, რომელიც ეხმარება კლიენტს სამოქმედო გეგმის მიმართ პასუხისმგებლობაში და პროგრესის შეფასებაში
  • წარმატების რუქის შექმნა კლიენტისთვის და საკუთარი თავისთვის
  • კითხვები კლიენტის მოტივაციური სტილის განსაზღვრისთვის და მათი კმაყოფილების გაზრდისთვის 
  • მარტივი ტექნიკები კლიენტის სტრესული მდგომარეობიდან რესურსულ მდგომარეობაში გადასაყვანად 
  • ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კოდი და სტანდარტები
  • გადაწყვეტილებაზე ფოკუსირებული უკუკავშირის პრინციპები საკუთარი თავის და სხვისი შეფასებისას

ხანგრძლივობა: 4 დღე (10.00-18.00)
სტანდარტული ფასი - 2190 ლარი
რეგისტრაცია

პრედრაგ ჯოვანოვიჩი
რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე
მიხარია რომ აღმოგაჩინეთ, მიხარია რომ მივხვდი რა აღმოვაჩინე!
ეკა ჟორჟოლიანი
როცა ხვდები, რომ ნებისმიერ ასაკში შეგიძლია ცხოვრება დაიწყო ისე, რომ პირდაპირ ერთიანიდან აითვალო წინსვლა !!! როცა “ ნული” და “-“ ქრება შენი ცხოვრებიდან !!! მხოლოდ წინ, მხოლოდ “+” კენ !!! ეს ქოუჩინგია !!! მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ქმნის და ვინც განხორციელებაში მონაწილეობს !!!
ირმა გურამიშვილი
ქოუჩინგი სასარგებლოა არა მარტო მათთვის,ვინც პროფესიონალ ქოუჩად შედგომა გადაწყვიტა. არამედ ყველასთვის, ვინც ისახავს მიზნებს და არ იღლება პოზიტიური ცვლილებებისკენ მიმავალ გზაზე
ბუბა ცაგარელი
ვფიქრობ ყველამ უნდა გაიაროს ეს ტრენინგი. აქ სწავლობ როგორ განახორციელო საკუთარ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები და ამავდროულად ეუფლები კიდეც პროფესიას.
დალი ვასაძე
მოვედი აქ, რომ გამევლო ტრენინგი და...აღმოვაჩინე ჩემთვის მთელი სამყარო!
გია ცხოვრებაძე
ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ტრენინგია! გარდა იმ მასალისა რასაც გვასწავლიან, გვაქვს საშუალება ბევრი სხვა მნიშვნელოვანი გავიაზროთ და განვითარების ნაბიჯებად ვაქციოთ, ამ ნაბიჯების გადადგმის პასუხისმგებობითა და სურვილით!
პაპუნა ბარათაშვილი