ქოუჩინგი ლიდერებისთვის თამუნა ჩიჩუასთან ერთად - არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში

ქოუჩინგი ლიდერებისთვის თამუნა ჩიჩუასთან ერთად - არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში
 
პროგრამის შესახებ

4 დღიანი პროგრამა დაბალანსებულია სასწავლო და სარელაქსაციო აქტივობებით.
სასწავლო მოდული მიმდინარეობს ყოველდღე 4 საათის განმავლობაში და მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • ქოუჩინგის არსის და პრინციპების გათავისება - რითი განსხვავდება ქოუჩინგი მართვის სხვა მეთოდებისგან?
  • ქოუჩი ლიდერების მთავარი უნარის განვითარება - როგორ დავსვათ ძლიერი კითხვები ისე, რომ ვასტიმულიროთ ადამიანის აზროვნება და ქმედება
  • თანამშორმელთა ექსპრესს დიაგნოსტიკა - როგორ გამოვნახოთ საერთო ენა სხვადასხვა ფსიქოტიპის თანამშრომლებთან?
  • შინაგანი ბარიერების დაძლევა - როგორ გამოვიყენოთ ვიზუალიზაციის ტექნიკა სასურველი შედეგების მისაღწევად
  • პრიორიტეტების განსაზღვრა ქოუჩინგის დახმარებით - მარტივად და ეფექტურად
  • პროექტების 3 პოზიციური დაგეგმარება - ხედვების შემუშავება, სამოქმედო გეგმის შექმნა, რისკების ანალიზი
  • ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება ღირებულებებთან დაკავშირების მეთოდით

რატომ ქოუჩინგი?

შეიცვალა დრო, იცვლებიან ორგანიზაციის თანამშრომლები და ურთიერთობის წესები. ქოუჩინგური უნარები ეხმარება ლიდერებს დირექტიული მართვის მეთოდების გარეშე შეძლონ თანამშრომლების განვითარება, ინსპირაცია, მოტივაცია, ქმედების სტიმულირება. ქოუჩინგი აძლევს ლიდერს ყველა თანამშრომლის პოტენციალის გამოვლენის და მაქსიმალურად რეალიზების საშუალებას, რათა მთლიანობაში გუნდმა უფრო სწრაფად და ეფექტურად მიაღწიოს დასახულ მიზნებს. ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის შედეგზე-ორიენტირებული ქოუჩინგის ტექნოლოგიები [რომლებიც საფუძვლად უდევს გროუინის პროგრამას] ასტიმულირებს თანამშრომელთა შემოქმედებითობას, ზრდის მათ მოტივაციას და ახალ საფეხურზე აყავს გუნდში კომუნიკაცია და ურთიერთქმედება.

რა იცვლება ლიდერის უნარებში პროგრამის შემდეგ?

  • ლიდერის პირადი ეფექტურობა და პროდუქტიულობა
  • უმჯობესდება ლიდერის ურთიერთობა და კომუნიკაცია თანამშრომლებთან
  • ლიდერს უკეთესად შეუძლია აამაღლოს თანამშრომლების მოტივაცია
  • ლიდერს უკეთესად შეუძლია გამოიწვიოს თანამშრომლების ინოვაციურობა და შემოქმედებითობა
  • ინდივიდუალური და გუნდური შეხვედრები ხდება უფრო შედეგზე ორიენტირებული
  • ლიდერი უკეთ ერკვევა საკუთარ და თანამშრომლების ფსიქოტიპებში და შეუძლია ინდივიდუალური მიდგომის გამოყენება ურთიერთობისას

ტრენერის შესახებ

თამუნა ჩიჩუა - PCC ქოუჩი, ტრენერი, ფსიქოლოგი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, ფასილიტატორი, ემოციური ინტელექტის პრაქტიკოსი, NLP პრაქტიკოსი.
22 წელია მუშაობს ბიზნესის სფეროში. აქედან 14 წელი ტოპ-მენეჯერის პოზიციაზე. 2014 წელს მან კვლევითი საკონსულტაციო კომპანია “ეისითისთან” ერთად  დააფუძნა კომპანია “ეისითი ყაზახეთი”. როგორც კომპანიის პარტნიორი და თვისებრივი კვლევების ექსპერტი, ის დღემდე ჩართულია კვლევებში, როგორც კონსულტანტი.
2015  წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა საქართველოში პირველი ქოუჩინგ-კომპანია GROWIN, რომელიც გახდა Erickson Coaching International-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. დღეს ის კომპანია გროუინის გენერალური დირექტორია. ასევე არის საერთაშორისო ქოუჩინგის ფედერაციის (ICF) საქართველოს განყოფილების თანა-დამფუძნებელი.
2008 წლიდან დღემდე ჩართულია საგანმანათლებლო საქმიანობაში, კითხულობს ლექციებს, არის რამდენიმე სასწავლო პროგრამის ავტორი.
 
დღის წესრიგი  

 

  • 10.00 – 14.00 ქოუჩინგი ლიდერებისთვის
  • 14.00 – 15.00 სადილი
  • 15.00  - 18.00 თავისუფალი დრო
  • 18.00 – 19.00 ჯგუფური რეფლექსია ქოუჩინგის თემაზე
  • 19.00 – 20.00 სოციალიზაცია 
 
პერიოდი: 7-12 მარტი
ლოკაცია: საემირო რას ელ ხაიმა, 5* სასტუმრო Marjan Island Resort & Spa, არაბეთის გაერთიანებული ემირატები
ტურის ორგანიზატორი: Blue Sky Destination Management
ღირებულება: ერთადგილიან ნომერში ერთი მონაწილისთვის 1890$ დღგ-ს ჩათვლით
ორადგილიან ნომერში ერთი მონაწილისთვის 1618$ დღგ-ს ჩათვლით 

 

 ღირებულებაში შედის:
  • პროგრამა
  • ორმხრივი ავიაბილეთი
  • განთავსება სასტუმროში 5 ღამე / 6 დღე
  • ტრანსფერი
  • დუბაის ვიზა
  • დუბაის მიმოხილვითი ექსკურსია + ლანჩი
  • 2 ჯერადი კვება( საუზმე / სადილი )
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • 1 Coffee Break ტრეინინგის განმავლობაში
  • ბარგი 20 კგ 

 


გაიარეთ რეგისტრაცია