მომავლის არქიტექტორი

 3 დღიანი ინტენსიური ქოუჩინგ პროგრამა "მომავლის არქიტექტორი" მათთვის ვისაც , საკუთარი ცხოვრების ტრანსფორმაცია სურს ! 

ამ კურსის შედეგად თქვენ:

  • აღმოაჩენთ და გათავისუფლდებით იმ სტერეოტიპებისა და პარადიგმებისგან, რომლებიც ხელს გიშლით წინსვლაში;
  • უფრო ეფექტურად გამოიყენებთ თქვენს ხელთ არსებულ დროსა და რესურსებს.
  • ხელში აიღებთ ცხოვრების სადავეებს და შეძლებთ მომავლის მართვას.
  • დაისახავთ და მიაღწევთ მნიშვნელოვან მიზნებს.

 

5 მთავარი შეცდომა, რომელიც ხელს გვიშლის წარმატების მიღწევაში:

1.     მიზნების დასახვა საჭირო არ არის, ცხოვრება თავისით მიგიყვანს იქ, სადაც უნდა მიხვიდე

 

მიზნების გარეშე ცხოვრება ოკეანეში კომპასის გარეშე ცურვას ჰგავს.შეიძლება შემთხვევით მართლაც მოვხვდეთ იქ , სადაც გვინდოდა მისვლა , მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მცირეა. 

 

 

 

2.     რამდენიც უნდა ეცადო, ცხოვრებას მაინც ვერ მართავ

 

ასე, ის ადამიანები ფიქრობენ, რომლებსაც არ სურთ ან არ იციან როგორ აიღონ პასუხისმგებლობა თავის ცხოვრებაზე. შედეგად, მათი ცხოვრება უმართავი ხდება ან სხვის მიერ მართული. რის გამოც ისინი ხშირად ვერ ახდენენ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ან ცხოვრებენ “სხვისი ცხოვრებით”.

 

 

 

3.     ჯერ არ მცალია ჩემი მიზნებისთვის, ამის დროც მოვა

 

თუ ვერ იცლით თქვენი მიზნებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სხვისი მიზნების ასრულებაზე ხარჯავთ დროსა და ენერგიას.  ნუთუ სხვების მიზნები მართლაც უფრო მნიშვნელოვანია თქვენსაზე?

 

 

 

4.     რა აზრი აქვს მომავალზე ფიქრს, ოცნებას და მიზნების დასახვას, მე მაინც ვერ მივაღწევ მათ

 

ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანში არის საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ საკუთარი ოცნებები აისრულოს. სხვა სიტყვებით, თუ თქვენ ოცნებობთ ფერარიზე - თქვენ გაქვთ რესურსი, მისი საფასური გამოიმუშაოთ. თუ თქვენ ოცნებობთ ჰოლივუდის მსახიობობაზე  - ე.ი. თქვენში საკმარისი ტალანტი და არტისტიზმია, რომელიც ამ მიზნის მიღწევისთვის გჭირდება.

 

 

 

5.     მე კი ვიცი, რა უნდა გავაკეთო, მაგრამ გარემოებები მუდმივად ხელს მიშლის

 

დიახ, ჩვენ ყველას რთულ გარემოში გვიწევს ცხოვრება. გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის ადამიანს მიზნების მიღწევაში ყოველთვის იარსებებს. ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება თავს იმართლებს გარემოებებით, ზოგი კი - ეძებს და პოულობს გამოსავალს. თქვენ რას ირჩევთ?

 

რა შეიცვლება , თუ ასე გააგრძელებთ ფიქრს?

არც არაფერი და სწორედ ესაა ყველაზე ცუდი. უფროდაუფრო ჩაეფლობით ყოველდღიურობაში და სულ ნაკლებად გაგახსენდებათ, რომ ოდესღაც გქონდათ ოცნება, დიდი მიზნები. ერთ დღეს კი გადახედავთ თქვენს ცხოვრებას და აუცილებლად დაუსვამთ ამ კითხვებს საკუთარ თავს: “შემეძლო თუ არა მეტისთვის მიმეღწია? “ნეტა, როდის ვთქვი უარი ჩემს ოცნებებზე?” “ნამდვილად ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრე?”

 

რა უნდა ქნათ, ეს რომ არ მოხდეს?

ერთადერთი სწორი გზაა, ახლავე აიღოთ ხელში ცხოვრების სადავეები და თავად დაიწყოთ უკეთესი მომავლის შენება.

როგორ ვაღწევთ ამას?

  1. თვალს ვუსწორებთ რეალობას - გულწრფელად ვაფასებთ ჩვენ ამჟამინდელ ცხოვრებას.
  2. ვარკვევთ ჩვენს მისიას, ჩვენს დანიშნულებასა და გრძელვადიან ხედვას.
  3. ვქმნით ჩვენი მომავლის ხატს, ვისახავთ გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებს.
  4. ჩვენს თავში და გარემოში აღმოვაჩენთ ყველა იმ რესურსს, რომელიც მიზნების მიღწევის გზაზე გვჭირდება.
  5. ვადგენთ სამოქმედო გეგმას და ვდგამთ პირველ ნაბიჯებს!

 

 

3 მიზეზი, რის გამოც პროგრამაში  მონაწილეობა აუცილებლად მოგიტანთ შედეგებს:

 1. თქვენი გადაწყვეტილება, შეცვალოთ ცხოვრება

პროგრამაში მონაწილეობა უკვე იმის ნიშანია, რომ თქვენ გადაწყვიტეთ თავად იქცეთ საკუთარი ცხოვრებისა და მომავლის არქიტექტორი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნახევარი გზა გავლილია

2. გარემო, რომელშიც მოგიწევთ მუშაობა

ტრენინგზე „მომავლის არქიტექტორში“თქვენ იქნებით გაბედული ადამიანების გარემოცვაში. პროგრამის მონაწილეები არიან ისინი, ვისაც სჯერა საკუთარი პოტენციალის, უკეთესი მომავლის და მზადაა ამ გზაზე ყველა ბარიერი გადალახოს. ასეთი გარემო აუცილებლად შეგმატებთ მიზნის მიღწევის მოტივაციასა და საჭირო ენერგეტიკას.

 3. ჩვენი უნიკალური პროგრამა

ჩვენი ინტერაქტიული ქოუჩინგ-პროგრამა ეფუძნება სტეფან კოვეის სწავლებებს, მერლინ ატკინსონისა და ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის უნიკალურ ინსტრუმენტებს, რომელიც დაგეხმარებათ:

  • თქვენს თავზე აიღოთ საკუთარი ცხოვრების პასუხისმგებლობა
  • პასუხი გასცეთ კითხვებს, რომლებსაც ხშირად გაურბიხართ
  • აღმოაჩინოთ არსებული პოტენციალი და უზარმაზარი რესურსები.
  • დაისახოთ კონკრეტული მიზნები და მიაღწიოთ მას.

     


პროგრამის შინაარსი:
  •  

    დღე 1.

    გამოფხიზლება

     

    •   ქოუჩინგის არსი და მისი გამოყენება
    • არსებული მდგომარეობის შეფასება
    • ცხოვრების გადაფასება მისი სხვადასხვა ასპექტის მიხედვით
    • ძირითადი პარადიგმებისა და პრინციპების გააზრება
    • წარმატების მიღწევისთვის საჭირო თვისებები

    დღე 2.

    მომავლის მოდელირება

     

     

    • პროაქტიულობის მნიშვნელოვნების გააზრება
    • მიზნის დასახვა და საბოლოო შედეგის ვიზუალიზაცია
    • ცხოვრებისეული მისიისა და დანიშნულების აღმოჩენა
    • მიზნის მიღწევის სტრატეგიების შემუშავება
    • უახლოესი 6 თვის განმავლობაში პრიორიტეტების განსაზღვრა
    • გარემოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზები. კონფლიქტების შემცირება

     

     

     

    დღე 3.

    რესურსების მობილიზება და ქმედებების დაგეგმვა

     

    •  საკუთარი ღირებულებებისა და სტერეოტიპების აღმოჩენა
    • გადაწყვეტილებებში სინერგიის მიღწევა
    • განვითარებისა და განახლების პრინციპები
    • ცხოვრების გრძელვადიანი ხედვის შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება და ქმედებების დაგეგმვა
    • მიზნების მიღწევისთვის საჭირო თვისებების / რესურსების აღმოჩენა და განმტკიცება
    • სასურველი “მე”-ს ხატის შექმნა და განმტკიცება.
    • მომავალი 12 თვის ქმედებების გეგმის შედგენა.

    პროგრამის თარიღი და ღირებულება:

    კურსის ხანგრძლივობა: 3 დღე (10:00-18:00 სთ)

    სამუშაო ენა - ქართული

    თარიღი: 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით

    ფასი: 790 ლარი (ღირებულებაში შედის სადილი და ყავის 2 შესვენება)

     

 

 

 

გაიარეთ რეგისტრაცია