SixSeconds EQ პირველი სერტიფიცირებული პრაქტიკოსი საქართველოში

16 .10 .2017

SixSeconds EQ პირველი სერტიფიცირებული პრაქტიკოსი საქართველოში

გროუინის დირექტორი თამარ ჩიჩუა გახდა Six Seconds-ის ემოციური ინტელექტის პირველი სერტიფიცირებული პრაქტიკოსი საქართველოში.

Six Seconds არის ემოციური ინტელექტის ხელშემწყობი ყველაზე დიდი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც მუდმივად ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს ემოციურ ინტელექტის მიმართულებით და ავრცელებს EQ ამაღლების ინსტრუმენტებსა და მეთოდებს.

8-12 ოქტომბერს თამარ ჩიჩუამ გაიარა Six Seconds-ის სასერთიფიკატო პროგრამა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რომელიც მიზნად ისახავდა ტრენერებისა და ქოუჩების დახელოვნებას ემოციური ინტელექტის Six Seconds მეთოდოლოგიაში. როგორც სერტიფიცირებულ პრაქტიკოსს, მას აქვს უფლება გამოიყენოს აღნიშული მეთოდოლოგიის ინსტრუმენტები და მოდელები ტრენინგებსა და ქოუჩინგის პრაქტიკაში.