23 .04 .2018

რა არის ქოუჩინგი?

ქოუჩინგი-ეს არის პროფესიული პარტნიორობა კლიენტთან, რომელიც ორიენტირებულია მის ცხოვრებაში განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი ცვლილებების დასახვასა და განხორციელებაზე.

ქოუჩინგის განმარტება ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) მიერ

ICF განსაზღვრავს ქოუჩინგს როგორც პარტნიორობის პროცესს, რომელიც ასტიმულირებს კლიენტის კრეატიულობასა და ფიქრს. ამ პროცესის განმავლობაში კლიენტი ქოუჩის დახმარებით მაქსიმალურად ხსნის თავის პირად და პროფესიულ პოტენციალს. 

ქოუჩინგი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

- შედეგებზე ორიენტაცია - წარსულზე კონცენტრაციისა და წარუმატებლობების მიზეზების ძიების ნაცვლად, ქოუჩი ეხმარება კლიენტს დაისახოს ისეთი მიზნები, რომლებიც მისთვის იმ მომენტში ყველაზე აქტუალურია და ხელს უწყობს მას ამ მიზნების მიღწევის გზების ძიებაში.
სისტემური მიდგომა - ქოუჩი ინარჩუნებს კლიენტის პიროვნების მთლიანობას და ფოკუსირდება იმაზე, რომ ცხოვრების რომელიმე ასპექტში განხორციელებული ცვლილებები იყოს უფრო მასშტაბური და აისახოს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ასპექტზე, არამედ მთლიანად გააუმჯობესოს მისი ცხოვრება.
კონცენტრაცია კლიენტზე - ქოუჩს სჯერა იმის, რომ კლიენტს აქვს ყველა რესურსი და უნარი საკუთარი მიზნების მისაღწევად, პატივს სცემს მის მოქმედების გეგმას და იმ შედეგებს, რომელთა მიღწევაც მას სურს. ქოუჩინგი არის რჩევებისგან თავისუფალი ზონა.
ორიენტირებულია როგორც ღირებულებებზე,ასევე ქმედებებზე - ცვლილებათა გეგმის მიყოლისას, სპეციფიკურ, შთამაგონებელ ნაბიჯებთან ერთად, კლიენტი იქმნის ფუნდამენტურ ცვლილებებს ურთიერთობებში, ქცევისა და ჩვევების ფორმირებაში.
ცნობიერების განვითარება - ტრანსფორმაციული ქოუჩინგისას კლიენტი იფართოებს მსოფლმხედველობას, უფრო კარგად იცნობს საკუთარ თავსა და თავის ცხოვრებას, ურთიერთობებს, მიზნებს, უფრო ნათლად ხედავს ამ მიზნების მიღწევის გზებს. ეს ყველაფერი კი მას უქმნის მომავალი განვითარების საფუძველს. 

მეთოდები:
ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყველა პროგრამის საფუძველში დევს სისტემური აზრვნების მეთოდიკა; ტექნოლოგიები, რომლებიც მიმართულია შედეგებზე;  ფსიქოლინგვისტიკისა და მმართველობის უახლესი კვლევები.
ჩვენ მიერ გამოყენებული მოდელები იძლევა შემოქმედებითი ხედვის აღმოჩენის, განვითარებისა და შენარჩუნების შესაძლებლობას.

მეთოდიკები ინტეგრირებული, მიზანდასახული და თვალსაჩინოა. ისინი გვეხმარება გამოვიკვლიოთ ხალხის ქცევა და შევქმნათ ეფექტიანი მიმართულება ადამიანისა და კორპორატივის განვითარებისთვის. ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას შეიცვალონ შეხედულებები გარემოზე, არსებულ სიტუაციებზე.

ტექნოლოგიები, რომლებიც საფუძლად უდევს ჩვენს პროგრამებს ახდენს შემოქმედებითობის ზრდის სტიმულირებას და ახალ დონეზე აყავს კომუნიკაცია და ურთიერთქმედების ხარისხი კომპანიებში.
 
ქოუჩინგის უნიკალურობა და განსხვავება მისი მონათესავე პროფესიებისგან

- ფსიქოთერაპია და ქოუჩინგი:

თერაპიისა და კონსულტაციისგან განსხვავებით, ქოუჩი არ არის ფოკუსირებული ბავშვობის ან წარსულის ნეგატიურ გამოცდილებებზე, რომელებიც შეიძლება იყოს კლიენტის ამჟამინდელი ცხოვრების სტილის გამომწვევი მიზეზი.


- კონსულტაცია და ქოუჩინგი:

კონსულტანტის ამოცანას წარმოადგენს ადამიანისა თუ კომპანიის პრობლემის აღმოჩენა და გადაწყვეტის გზების შეთავაზება, რომლებიც მის ცოდნასა და გამოცდილებას ემყარება. ხშირად კონსულტანტები თავად უწყვეტენ კიდეც კლიენტს აღმოჩენილ პრობლემებს და სისრულეში მოყავთ მათი დასახული ამოცანები. ქოუჩის ამოცანა კი ისეთი ტექნიკებისა და ინსტრუმენტების გამოყენებაა,რომლებიც დაეხმარება კლიენტს საკუთარი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაში და შემდეგ კი უბრალოდ მხარს დაუჭერს და დაეხმარება ამ გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანაში.


- სპორტული ქოუჩი და ტრენერი:

როცა ადამიანი, რომელიც არ არის გარკვეული ქოუჩინგში, ისმენს სიტყვა „ქოუჩს“, უჩნდება ფეხბურთის ან სხვა რომელიმე სპორტის ასოციაცია, მაგრამ ქოუჩი არ არის ტრენერი. სპორტული ტრენერის ამოცანას წარმოადგენს ისეთი ქმედებების დაგეგმვა, რომლებიც სპორტსმენს გამარჯვებას მოუტანს. ამისთვის ის თავის გამოცდილებას იყენებს და აძლევს სპორტსმენს კონკრეტულ მითითებებს, ეუბნება რა გააკეთოს და როგორ. ქოუჩინგის მთავარი მახასიათებელი კი ის არის,რომ კლიენტი თვითონ ისახავს მიზნებს. ქოუჩი არ აძლევს მას პირდაპირ დირექტივებს და არ ეუბნება რა უნდა გააკეთოს.

ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქოუჩინგის სწავლის შედეგები:
40,000 ადამიანზე მეტმა მსოფლიოში სწავლის შედეგად მიაღწია თავის მიზნებს
80% სამსახურში იყენებს ქოუჩინგის ინსტრუმენტებს
20% გახდა ICFის სერტიფიცირებული ქოუჩი
100% ყოველდღე იყენებს ქოუჩინგურ უნარებს 
ქოუჩინგის გამოყენების სფეროები:
 - ბიზნესი
- მედიცინა
- ქველმოქმედება
- განათლება
- ცხოვრება


ცხოვრებისეული ქოუჩინგი 

ეს არის ადამიანის ქოუჩთან ერთად მუშაობის პროცესი მის ცხოვრებისეულ ამოცანებზე.

ქოუჩინგის შედეგად:

- ადამიანი უფრო ნათლად ხედავს რა ხდება მის ოჯახში, ურთიერთობებში, კარიერაში და ზოგადად, ცხოვრებაში;
- ვითარდება როგორც პიროვნება, პოულობს ურთიერთობებისა და პიროვნული განვითარების ახალ გზებს;
- უღრმავდება და უკეთესად იცნობს საკუთარ თავს, იღებს ისეთს, როგორიც არის და ემატება თავდაჯერებულობა;
- ეზრდება ნდობა და რწმენა როგორც საკუთარი თავის, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ;
- პოულობს ძალას განვითარებისა და წინსვლისთვის, დასახული მიზნების მისაღწევად;
- ხდება უფრო ღია ცვლილებებისთვის, ახალი გამოცდილებებისათვის.
- მარტივად და სწრაფად უმკლავდება სირთულეებს, რომელთა გადალახვაც აქამდე წარმოუდგენლად მიაჩნდა.
- ეხსნება დაძაბულობა, სტრესი და, შესაბამისად, მცირდება მისი ნერვული და ქრონიკული დაავადებების შანსი.

 
ქოუჩინგი მენეჯმენტში

ქოუჩთან მუშაობა მმართველებს (ტოპ-მენეჯერებს):

- ეხმარება თავისი საზღვრებიდან გასვლაში და ბიზნესის განვითარებაში;
- თანამშრომლებთან ურთიერთობისა და მათი მოტივაციის გაზრდის ახლებური ხედვის შემუშავებაში;
- ეხმარება წარსულის პროფესიულ წარუმატებლობების გადალახვაში, უზრდის მუშაობის მოტივაციას;
- ეხმარება სამსახურეობრივ და პირად ცხოვრებებს შორის ბალანსის პოვნასა და შენარჩუნებაში;
- ასწავლის ინდივიდუალური და გუნდური ქოუჩინგის მეთოდების გამოყენებას;
- უვითარებს გუნდში დიალოგის წახალისებისა და, ზოგადად, გუნდის შეკრულობის სტიმულირების უნარებს;
- ეხმარება საერთო ბიზნეს-ხედვის ჩამოყალიბებაში და ქმედებების დაგეგმვაში ამ ხედვის სისრულეში მოსაყვანად;
- აღმოაჩენინებს სხვებზე გავლენისა და მათი პოტენციალის გახსნის შესაძლებლობებს, ეხმარება პირადი და პროფესიული ჰორიზონტის გაფართოებაში.
 
ქოუჩთან მუშაობა საშუალო რგოლის მენეჯერებს:

- უვითარებს პროექტებისა და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვისა და განვითარების უნარებს;
- უზრდის თავადჯერებულობას საკუთარ პროფესიონალიზმში;
- ეხმარება კომპანიაში თავისი როლის წარმოდგენასა და გაანალიზებაში, საერთო ხედვისა და გეგმის შემუშავებაში;
- უზრდის პირად და კარიერულ პერსპექტივებს, ავიწყებს წარსულის წარუმატებლობებს, მატებს თავდაჯერებულობას;
- ეხმარება ორგანიზაციული პოლიტიკის მართვაში;
- უვითარებს მოლაპარაკებების უნარებს, ასწავლის განმავითარებელი კითხვების დასმას და სხვა ქოუჩნგური მეთოდების გამოყენებას სხვადასხვა სფეროში კომპანიის უფრო ეფექტიანი   ფუნქციონირებისათვის.

 
წყარო: https://erickson.ru/