21 .05 .2017

ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული

წელიწადში ერთხელ, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება უფასო მასტერ-კლასები და ქოუჩ-სესიები, რომელსაც ატარებენ პროფესიონალი ქოუჩები. წელს ჩვენც შევუერთდით ამ ინიციატივას და 15-დან 20 მაისის ჩათვლით კომპანია "გროუინის" მიერ ჩატარდა საქართველში პირველი ქოუჩინგის კვირეული.

კვირეულის ფარგლებში უფასო ღონისძიებებმა მსურველთა ძალიან დიდ რაოდენობას მისცეს უნიკალური შესაძლებლობა ქოუჩინგთან გასაცნობად. ამ დღეების განმავლობაში მონაწილეები დაესწრნენ მასტერკლასებს, საკუთარ თავზე გამოსცადეს ქოუჩინგის ეფექტურობა. კვირეულში მონაწილეობა მიიღო 150-მდე დაინტერესებულმა პირმა.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სამი მასტერკლასი და სამი დღე იყო განკუთვნილი ინდივიდუალური ქოუჩ-სესიებისათვის. მასტერ-კლასებს უძღვებოდნენ პროფესიონალი ქოუჩები თამარ ჩიჩუა და თეო ჯაიანი. ინდივიდუალურ ქოუჩ-სესიებს ჩატარებაში მონაწილეობას ღებულობდნენ აგრეთვე პროფესიონალი ქოუჩები, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საქართველოში.

მასტერ-კლასების  თემები:
"ქოუჩინგი, ახალი პროფესია და ახალი უნარები“.
"ბიზნეს ქოუჩინგი” - როგორ გამოვიყენოთ ქოუჩინგი თანამშრომლების, კომპანიის, ბიზნესის განვითარებისთვის.
"ქოუჩინგი მიზნის მისაღწევად“