14 .05 .2018

მენეჯმენტური ქოუჩინგი ბიზნესში

 
იცოდით თუ არა, რომ მენეჯერების წარუმატებლობის ძირითადი მიზეზები უკავშირდება ისეთ ემოციურ კომპეტენციებს როგორიცაა:
  • ცვლილებებთან შეგუების უუნარობა
  • გუნდში მუშაობის უუნარობა
  • ცუდი ინტერპერსონალური ურთიერთობები
 
კვლევის მიხედვით,რომელიც ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციამ ჩაატარა (IFC) 130 ხელმძღვანელი თვლის, რომ მათ გარშემო მყოფებთაგან ურთიერთობის პირველი განმსაზღვრელი ფაქტორია - თუ რამდენად კარგად უმკლავდებიან ისინი თავიანთ ემოციებს.ამგვარ შემთხვევაში, ერთ-ერთი გამოსავალი სწორედ მმართველობითი ქოუჩინგია, რომელიც გეხმარებათ გუნდური მუშაობის მნიშვნელობის განსაზღვრაში და ამ მიზნით, პიროვნული უნარების სწორად მართვაში.
ქოუჩინგის მეშვეობით, იქმნება გარემო, სადაც თქვენი შესაძლებლობები ფართოვდება უკეთეს შედეგებთან და უფრო ეფექტურ სამუშაო ურთიერთობებთან ერთად.ქოუჩინგი ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უზრუნველყონ ორგანიზაციული ეფექტურობის მაღალი დონე დიალოგის, გამოძიებისა და დადებითი ურთიერთქმედების გზით. ამ პრაქტიკის მეშვეობით თქვენი მიზნები უფრო ნათელია, ცნობიერება კი ამაღლებული , რის შედეგადაც იქმნება კომპეტენტური გარემო.

 

კომპანიები, როგორებიცაა EDS, Chrylser და Herman Miller იყენებენ ქოუჩინგს იმისათვის, რომ შექმნან უმაღალესი დონის შესრულების, ცვლილებისა და სწავლის კულტურა. Xerox, IBM, Microsoft და მრავალი სხვა წარმატებული კომპანია, ათასობით მენეჯერს ქოუჩად ჩამოყალიბებაში ავარჯიშებს. ბიზნეს ქოუჩები ნიუ იორკში, ლონდონში, პარიზსა და ტოკიოში ეხმარებიან აღმასრულებელ დირექტორებს, უფროს და უმცროს მენეჯერებს - მათი აუთვისებელი პოტენციალის გამოვლენაში, უკეთესი შესრულების, კმაყოფილებისა და შედეგების მიღების მიზნით.

 

უდიდესი ადამიანური რესურსების კონსულტანტის - Hay Group-ის თანახმად, წარმატებული კომპანიების სიიდან მათი 25-40% ქოუჩებს მიმართავს. ლი, ჰეჩტი, ჰარისონი, კარიერის მენეჯმენტის მსოფლიოს წამყვანი ფირმა, მმართველობითი ქოუჩინგიდან მიღებული შემოსავლის 20%-ს იღებს. დღეისათვის ათი კომპანიიდან დაახლოებით ექვსი კომპანია თავის მენეჯერებსა და მმართველებს სთავაზობს ქოუჩინგის განვითარების პროგრამებს. დღეს ქოუჩინგის პრაქტიკა ითვლება ტრენინგისა და ლიდერობის განვითარების სტანდარტულ ნაწილად ისეთი კომპანიებისა, როგორებიცაა IBM, Motorola, J.P Morgan Chase, Hewlett-Packard  და მრავალი სხვა.

 

ზოგიერთ შემთხვევაში, ქოუჩინგი გათვლილია მენეჯმენტის პრობლემების კორექციაზე, როგორიცაა, მაგალითად ცუდი კომუნიკაციის უნარი, დაქვემდებარების უუნარობა ან გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ქოუჩინგი გამოიყენება წარმატების მიღწევის გზების დასანახად ან ახლად ჩამოყალიბებული მენეჯერების წარუმატებლობის სიხშირის შემცირებისთვის.ადამიანებმა დაიწყეს გაცნობიერება, რამდენად მარტივია იმის გაკეთება, რაც სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. ქოუჩი არ არის სასწაულების შემოქმედი, მაგრამ მას აქვს ინსტრუმენტთა და მეთოდთა ისეთი კრებული, რომელიც აძლევს იმის საშუალებას, რომ დაეხმაროს ადამიანებს დიდი იდეების რეალობად ქცევაში. ამიტომ სულ უფრო მეტი ადამიანი და კომპანია უფრო და უფრო მეტ დროსა და რესურსს ხარჯავს განვითარების ამ ხერხში ინვესტიციისას.ადამიანები აანალიზებენ სულიერებისა და ფიქრის მნიშვნელობას მათი ცხოვრების აუცილებელი ასპექტებისათვის. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რომელ სფეროში მოღვაწეობს-ჰუმანიტარია, ტექნიკოსი, თუ ა.შ.,  ყველას სჭირდება კავშირი საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებთან. ქოუჩი კი სწორედ ამ კავშირის აღდგენასა თუ შექმნაში ეხმარება მათ და განაწყობს მხოლოდ საუკეთესოს დანახვაზე საკუთარ თავსა თუ სხვებში.

 

ავტორი:
სალომე ჭეიშვილი

წყარო: Erickson.edu