როგორ ვმართოთ გუნდი კრიზისის დროს და რაში გვეხმარება ქოუჩინგი

12 .05 .2020

როგორ ვმართოთ გუნდი კრიზისის დროს და რაში გვეხმარება ქოუჩინგი

კრიზისის დროს, გუნდის ლიდერობა მნიშვნელოვან გამბედაობას მოითხოვს. სამწუხაროდ, გამბედაობა უცებ არ ჩნდება. გამბედაობა და ეფექტური ლიდერობა არის მომზადების და ყოველდღიური ძალისხმევის ბუნებრივი შედეგი. მაკკენზის თანახმად, “ახალ, ლანდშაფტური მაშტაბის კრიზისებში, გადამწყვეტ მნიშვნელობას პიროვნული თვისებები იძენს”.
არსებობს პრაქტიკული რჩევები, რომლებიც ლიდერებს ეხმარებათ გუნდის და კოლეგების წარმატებით მართვაში კრიზისის დროს. ჩვენ კი გთავაზობთ, უფრო მეტი ისწავლოთ თქვენს ორგანიზაციაში ნდობისა და გაძლიერების კულტურის განვითარების შესახებ. Erickson International  უკვე 40 წელია აძლევს ლიდერებს იმ ტექნიკებსა და კომპეტენციებს, რომლებიც ეხმარებათ გააკეთონ თავისი მაქსიმუმი, განსაკუთრებით ასეთ გარემოებებში.
იყავი მზად

კრიზისი ანგრევს მოლოდინებს. ზოგ შემთხვევაში (მაგალითად პანდემიის დროს) ლიდერებმა სწრაფად უნდა განახორციელონ გადამწყვეტი ქმედებები იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ გაუთვალისწინებელ მოვლენებს. უცნაურია, ვინმეს ურჩიო მოემზადოს კრიზისისთვის, რადგან მისი არსი მაშტაბურობა და მოულოდნელობაა. ანტიკრიზისული გეგმის მტვრიანი ფურცლები შესაძლოა სრულებით არარელევანტური აღმოჩნდეს ისეთ ექსტრაორდინალურ დროში, როდესაც კრიზისი სრულიად განსხვავებული ტიპისაა. თუმცა, ზოგი მეთოდი, რომელმაც დროს გაუძლო, ჯერ კიდევ ეფექტურია კრიზისისთვის მზადების ეტაპზე.
  • დაიწყე ახლავე.
    გაურკვეველ სიტუაციაში მომზადებისას არ არის დასაკარგი არც ერთი წუთი, რადგან ამას დეტალური დაგეგმვა სჭირდება. ხელმძღვანელებმა უნდა შეიმუშაონ დეტალური გათვლითი გეგმები და დაიქირაონ კვალიფიკაციური, სანდო სპეციალისტები რომლებიც შეძლებენ მათ სათანადოდ შესრულებას.
  • დაწერე.
    სიტყვებს მეტი წონა აქვთ, როდესაც ისინი წერილობითი ფორმითაა წარმოდგენილი. მკაფიოდ გაწერილი მისია, ნავიგაციის შუქურაა კრიზისის დროს. ის იძლევა უცნობ გარემოში მიმართულებას, რაც უზრუნველყოფს სიმშვიდის გრძნობას. ლიდერებმა მკაფიო და მარტივად აღსრულებადი კრიზისული გეგმები უნდა დადონ.
  • პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა.
    რეგულარულ საგანგებო ევაკუაციის ვარჯიშებს თავისი მიზეზი აქვს. რთულია პრაქტიკაში გამოიყენო ცოდნა მხოლოდ მაშინ როდესაც რეალურად აღმოჩნდები კრიზისის პირისპირ. ლიდერობის მთავარი კომპონენტი სწორედ ისაა, რომ თანამშრომლებმა იცოდნენ გეგმის არსებობის შესახებ, ესმოდეთ რა გეგმაა და იცოდნენ ფიზიკურად როგორ უნდა განახორციელონ ის რთულ სიტუაციებში. როდესაც ყველაფერი იცვლება, ადამიანები უბრუნდებიან იმას რაც უკვე დამკვიდრებულია, სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მთავარი კომპანიაში კრიზისის დროს არის ორგანიზაციული კულტურის გაძლიერება.
გაითვალისიწინეთ საჭიროებები
ეფექტური ლიდერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იყოს ემპათიური, მაგრამ ამავდროულად უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. ბრენდ სტრატეგიის სპეციალისტი ვინი ჰარტი [Winnie Hart] ამბობს: „გახსოვდეთ, ემპათია არ არის ის რაც თქვენ გინდათ, ეს არის ის, რაც სჭირდებათ სხვებს“. აი სად სჭირდებათ ლიდერებს ემოციური ინტელექტი და გუნდების ქოუჩინგი აქტიური მოსმენის გამოყენებით. ამ ორივე უნარის განვითარება შესაძლებელია ქოუჩინგის დროში გამოცდილი ტექნიკებით და ვარჯიშებით.
როგორც წესი, კრიზისი დროებითია. გადაწყვეტილებები რომლებიც საჭიროა გუნდის კეთილდღეობისთვის, ხელმძღვანელებმა სწრაფად უნდა მიიღონ. ნამდვილი ლიდერი ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს, ითვალისწინებს კლიენტების, დაინტერესებული პირების და თანამშრომლების საჭიროებებს.
 
შეინარჩუნეთ ერთიანობა კომუნიკაციაში

კრიზისის დროს ხდება ლიდერის ხასიათის დემონსტრირება. გახსოვდეთ, რომ ის თუ როგორ უმკლავდებით კრიზისს, რეზონირებს ადამიანებთან. როგორც CFO.com ლიდერების ბლოგი აღნიშნავს, ადამიანები ხელმძღვანელებისგან პასუხებს ელიან  და ზოგჯერ იმის თქმა, რომ არ იცით, მაგრამ გაქვთ გეგმა სწრაფი მოქმედებებისათვის, იქნება ყველაზე სწორი პასუხი.
კრიზისის დროს ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს რეალისტური, გულწრფელი, ნათელი ხედვის შენარჩუნება იმაზე, თუ რა იქნება შემდეგ. თუნდაც საუბარი იყოს მომავალი 24 საათზე, მკაფიო და გულწრფელი კომუნიკაცია არის მთავარი კომპონენტი რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ შეინარჩუნოთ ნდობა და დამაჯერებლობა.
დაიმსახურე ნდობა

ლიდერები მიდიან პირველები. კრიზის დროს თავდაჯერებულობის, შრომისმოყვარეობის და სწორად მართვის მაგალითი ზედა რგოლიდან მოდის. ეფექტური ლიდერი აჩვენებს თანამშრომლებს რა უნდა გაკეთდეს, რა არის მათი ძლიერი მხარეები და რისი უნდა სჯეროდეთ.
სამწუხაროდ, კრიზისისთვის მომზადება არ არის ეტაპობრივი პროცესი ან კონკრეტული მოქმედება. კარგი დაგეგმვის მეთოდების და სტრატეგიების გამოყენების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელია ბოლომდე მზად იყო ნამდვილი კრიზისისთვის. იყო მომზადებული, უბრალოდ ნიშნავს მშვიდად გაიარო გაუკვალავი ტერიტორია და მოახდინო არაკონტროლირებად ცვლადებთან ადაპტაცია. ეს არის ნამდვილი ლიდერობის ფუნდამენტური კომპონენტები, რომელიც დიდწილად დამყარებულია ნდობაზე.
სხვებში ნდობის გამოწვევა ცენტრალური უნარია კარგი ქოუჩისთვის. კრიზისის დროს, ლიდერებს, რომლებსაც აქვთ დაბალი ნდობის გარემო, უწევთ ოპერირება შეშინებულ, დაეჭვებულ, მათზე დამოკიდებლ კლიენტებთან, თანამშრომლების და სტეიკჰოლდერებთან.
ლიდერები, რომლებიც აღჭურვილი არიან ქოუჩინგის კომპეტენციებით, უფრო მარტივად ქმნიან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობებს, სადაც გუნდის წევრები ხდებიან დამოუკიდებლები, გადაწყვეტილებების მიღებაზე ორიენტირებულები და ნერგავენ გუნდურობას და არა უთანასწორობას.
ადამიანები, რომლებსაც სჯერათ თავიანთი ლიდერების, გრძნობენ რომ შეუძლიათ გაწირონ თავი საქმის გამო, თავი მიუძღვნან გადაწყვეტილებების პოვნას, ენდონ ლიდერების გადაწყვეტილებებს და დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ თავში. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია ადაპტაცია და აუცილებელელი ცვლილებები სწრაფად და თანმიმდევრულად განხორციელდეს.

წყარო: https://erickson.edu/icf-update-support-credential-applicants