როგორ ვაცნობოთ უსიამოვნო ამბავი თანამშრომელს ისე რომ შევამციროთ სტრესი

07 .04 .2020

როგორ ვაცნობოთ უსიამოვნო ამბავი თანამშრომელს ისე რომ შევამციროთ სტრესი

კითხვის დრო: 3 წუთი
ადამიანებს, სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს არასასურველი ინფორმაციის გაცემა - მაგალითად თუ ადამიანური რესურსების სპეციალისტი ხართ, და ეუბნებით თანამშრომელს რომ მისი ანაზღაურება არ გაიზრდება. ზოგჯერ ხელმძღვანელს ან მენეჯერს უწევს თანამრომლის დათხოვნა. ეს ყოველთვის ჩვენი გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ მისი შეტყობინება მაინც არ იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. კვლევებმა აჩვენეს, რომ როდესაც ადამიანებს ასეთ ინფორმაციას აწვდიან, ისინი აკნინებენ შემტყობინებლის ღირსებას.
ერთ-ერთ ექსპერიმენტში მონაწილეებს შეეძლოთ 2$-ის მოგება უბრალო თამაშში გამართლებაზე. მკვლევარები ქუდიდან იღებდნენ ქაღალდებს, რომელზეც ეწერა ან მოგება 2$ ან არაფერი, შედეგების გაცნობისთვის კი მონაწილეებთან სხვას უშვებდნენ. ამის შემდეგ მონაწილეებს ეკითხებოდნენ რამდენად მოსწონდათ ან არ მოსწონდათ შუამავალი. საბოლოო ჯამში, შუამავლები ბევრად მეტ ანტიპატიას იწვევდნენ იმ მონაწილეებში, რომელთაც წააგეს, ვიდრე იმათში ვინც მოიგეს - მიუხედავად იმისა, რომ შუამავლები არანაირი დანაშაული არ მიუძღოდათ შედეგებზე და მონაწილეებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ ეს ადამიანები ვერ აკონტროლებდნენ მოგების განაწილებას.
სხვა ექსპერიმენტში, მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ, რომ ისინი რეისზე ჩასხდომას ელოდებიან აეროპორტში. ჯგუფის ნახევარს გამოუცხადეს, რო მათი რეისი დროულად იქნებოდა ადგილზე, ხოლო მეორე ნახევარს - რომ მათი რეისი ორი საათით დააგვიანებდა. მონაწილეები, რომელსაც აცნობეს, რომ რეისი დაიგვიანებდა, გაღიზიანებას გრძნობდნენ აეროპორტის იმ თანამშრომლის მიმართ, რომელმაც ეს შეატყობინა. მიუხედავადი იმისა, რომ მას არანაირი გავლენა არ ჰქონდა განრიგზე.
ადამიანებს ახასიათებთ მოვლენების ახსნა, რომელიც მათ შეემთხვევათ ხოლმე. გააზრების მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს დანაშაულის გადაბრალების მექანიზმი.
კიდევ ერთ ექსპერიმენტში, მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ სიტუაცია, სადაც ექიმი ეუბნება ან კარგ, ან ცუდ ამბავს. ერთ ნაწილს უთხრეს, რომ მათი ანალიზები ნორმაშია, სხვებს კი - რომ ბიოფსია სიმსივნეზე მიუთითებდა. მათ, ვინც ცუდი შედეგები მოისმინა, არა მხოლოდ უარყოფით ემოციებს განიცდიდნენ ექიმის მიმართ, არამედ მას ადანაშაულებდნენ ბოროტ განზრახვებშიც.
შეგვიძლია შევცვალოთ ეს სტუაცია?
“მაცნეს მოკვლა” - არ არის პრობლემის გადაწყვეტა. ასეთ ვითარებაში შუამავალიც იღებს თავის წილ სტრესს, შეიძლება დაკარგოს ნდობა სხვების თვალში და თავი იგრძნოს “გარიყულად”. სიტუაციის შემსუბუქება შეიძლება კეთილგანწყობის გამოვლენით. მაგალითად შეიძლება თქმა: “მე გულწრფელად გისურვებ შენ წარმატებას”. ასეთი შედეგები მიიღეს ელისონ ვუდ ბრუკს ა და ჯევონ იუნიმა მათ კვლევაში: თუ უარყოფითი ამბების შესახებ საუბარს დაიწყებთ პოზიტიური უკუკავშირით, თანამშრომლები უფრო სერიოზულად მოეკიდებიან უარყოფით კომენტარებს და ნაკლების ალბათობით შეიძულებენ ადამიანს, რომელიც ამას აჟღერებს.
ისინი, ვის ფუნქციაშიც შედის ცუდი სიხალეების შეტყობინება, უნდა შეეცადონ ამ დავალების დელეგირება გააკეთონ სხვაზე. ალბათ სწორედ ამაშიც მდგომარეობს კომპანიაში ადამიანური რესურსების კონსულტანტების დაქირავება სამსახურიდან დათხოვნის გაჟღერების მიზნით. ამ პროფესიას ჰოლივუდში ფილმებსაც კი უძღვნიან, ხან ქების (“Up in the air”), ხან კი გაშარჟების (“Office space”) მიზნით.
 

 

სტატიის ავტორები:
ლესლი კ.ჯონი - დოცენტი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ადმინისტრაციის ლექტორი
ჰეილი ბლადენი - ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ორგანიზაციული ქცევის შესწავლის დოქტორანტი
ჰაიდი ლიუ - კენედის ჰარვარდის სკოლის საზოგადეობრივი პოლიტიკის კათედრის დოქტორობის კანდიდატი

წყარო: https://hbr-russia.ru/karera/kommunikatsii/822330