24 .04 .2018

ღია კითხვების ძალა


კითხვების დასმისას რატომ ვერ ვიღებთ ხშირად საჭირო ინფორმაციას?   რადგან კითხვების უმრავლესობაზე შესაძლებელია პასუხის გაცემა „კი“ ან „არა“. ზოგიერთ კითხვას მივყავართ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გასამყარებლად. ბიზნესში მრავალი სახის კითხვებია, რომლებიც განპირობებულია კეთილი განზრახვებით, მაგრამ მათ შესაძლებელია დააბრკოლონ როგორც პიროვნების ასევე გუნდის წინსვლა.


რა განსხვავებაა კითხვების დასმასა და ბრძანებების გაცემას შორის?

ადამიანებისთვის იმის თქმა, თუ რა უნდა გააკეთონ ბიზნესის ნაწილია. სისტემები და ინფორმაცია უნდა იყოს გაგებული, ხოლო განხორციელების გეგმები-გასაგები. თუმცა, არ შეიძლება მოვუყვეთ ვინმეს, როგორ გახდეს განუმეორებელი მენეჯერი ან ბიზნეს-ლიდერი. თავის მხრივ, ამან შეიძლება მიგვიყვანოს დაბნეულობასა და ჰიპერკომპენსაციასთან. ძლიერ ბიზნეს-ლიდერად ან მენეჯერად ჩამოყალიბება არ არის სწორხაზოვანი პროცესი. ადამიანებისთვის იმის თქმა, თუ რა გააკეთონ, არ მოგვიტანს არანაირ შედეგებს ძლიერი მენეჯერების შექმნასა და ორგანიზაციის ტრანსფორმაციაში.


როგორ გადავინაცვლოთ სპეციალისტის როლიდან პარტნიორის როლში?
 
თუ ჩვენ ადამიანს ვაძლევთ რჩევებს, ვამჟღავნებთ ჩვენს დარწმუნებას იმაში, რომ მას არ გააჩნია გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. ეს არ წარმოადგენს იმ გზავნილს, რომელიც ჩვენ გვინდა მივაწოდოთ მომავალ ლიდერებს. ღია კითხვების დასმას კი ბუნებრივად მივყავართ პარტნიორობასთან.

ღია კითხვები ახდენენ ცნობისმოყვარეობის და სიღრმისეული აზროვნების სტიმულირებას. ადამიანები პოულობენ პრობლემების გადაწყვეტის საკუთარ გზებს, როდესაც ერთი ერთზე ეჯახებიან დაბრკოლებებს და მათი დაძლევის შესაძლებლობებს. ღია კითხვები ქმნიან თავდაჯერებულობას და მიყავთ ადამიანი წარმატებისკენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძლიერი კითხვები ეხმარებიან ლიდერებს მიზნების მიღწევასა და მომავლის რწმენის, თავდაჯერებულობის გამტკიცებაში.

ღია კითხვები ხსნიან ცოდნის კარებს. და რაც მთავარია, ძლიერი კითხვები საშუალებას აძლევენ ადამიანებს განთავისუფლდნენ წარსულის შიშებისა და ისეთი ფიქრებისგან, რომლებიც ხელს უშლიან მათი პიროვნების განვითარებას. იზრდება გაცნობიერებულობის და ეფექტიანი გადაწყვეტილებების პოვნის ხარისხი. ღია კითხვები ქმნიან გამორჩეულ მენეჯერებსა და ბიზნეს-ლიდერებს.



როგორ შეუძლია ღია კითხვებს ორგანიზაციის გარდაქმნა?

ღია კითხვების ძალა მდგომარეობს იმაში, რომ მათი დასმის დროს ჩნდება ახალი კითხვები.  ბიზნეს გარემოში ძლიერი კითხვები ქმნიან ტალღას, რომელსაც შეუძლია ორგანიზაციაში ღრმად შეღწევა.

2006 წელს კომპანია Canada Post-მა თავის მენეჯერთა ჯგუფს ქოუჩინგის მეცნიერებისა და ხელოვნების პროგრამის მიხედვით ჩაუტარა ღია კითხვების დასმის ხელოვნების 16-დღიანი კურსი. აღნიშნული პროგრამა ეფუძნება გადაწყვეტილებათა მიღების წამყვან ქოუჩინგურ მოდელს. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ გადავიდნენ სამსახურსა და მათ ცხოვრებისეულ ღირებულებებს შორის შესაბამისობის ახალ დონეზე, გაეზარდათ კრეატიულობა.

ტიმ რობინსონმა, ფილოსოფიის დოქტორიმა და  კომპანია Canada Post-ის კორპორატიული ლიდერობისა და განვითარების დირექტორმა პროექტის შეჯამებისას აღნიშნა, რომ „დიდი გუნდის გამოცდილი მენეჯერი ხართ თუ უბრალო ადამიანი, თუ თქვენ გჯერათ ქოუჩინგის ძალისა და კითხვების დასმის ხელოვნების, მაშინ ეს კურსი თქვენთვის არის. ამ კურსმა საფუძვლიანად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ლიდერობისა და ქოუჩინგისადმი“.

ღია კითხვები დღესდღეობით აღიარებულია ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტად. ბიზნეს-ლიდერები აანალიზებენ, რომ კითხვების დასმის ხელოვნება ხელს უწყობს გუნდში დალაგებული, ჯანსაღი ურთიერთობების შექმნასა და შენარჩუნებას, აჩქარებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ქმნის მაღალპროდუქტიული მენეჯმენტის სტილს.

 

მ. ატკინსონი