პერსონალური ქოუჩინგი


ქოუჩინგი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ბიზნეს სამყაროში. ისევე როგორც სპორტში, სადაც მწვრთნელი ჭირდება ყველაზე ნიჭიერ სპორტსმენსაც კი, ბიზნეს ლიდერებისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია პერსონალური ქოუჩი. ქოუჩი ეხმარება ლიდერს ახალი ხედვების განვითრებაში, უფრო დიდი სურათის აღქმაში, ახლებურ გადაწყვეტილებებში და იმ ფაქტორებზე ფოკუსირებაში, რომელიც მართლაც განაპირობებს სწრაფ წინსვლას და წარმატებას.

პერსონალური ქოუჩინგი ეს არის კონფიდენციალური პროფესიონალური საუბარი კომპანიის ლიდერსა და ქოუჩს შორის, რომელიც უზრუნველყოფს ლიდერის მიღწევების მულტიპლიკაციას, მისი პირადი და პროფესიონალური მიზნების გაცილებით მოკლე ვადაში მიღწევას. ქოუჩი სვამს შეკითხვებს, რომლებიც უბიძგებს ადამიანს სიტუაციის ჰოლისტიკური აღქმისკენ, შეფასებისა და გაანალიზებისაკენ. ქოუჩინგი ასევე ხელს უწყობს ლიდერს სპეციფიური გამოწვევების დაძლევაში, იმ კონკრეტული საკითხების მოგვარებაში, რომელზე მუშაობაც სურს თავად ლიდერს.

მუშაობის ფორმატი:
ქოუჩინგ სესია გრძელდება დაახლოებით 1 საათი და ტარდება კლიენტისთვის სასურველ ადგილას. პერსონალური ქოუჩინგის მომსახურების პაკეტი მოიცავს 4 შეხვედრას (ქოუჩინგ სესიას).

ამოცანები, რომლებსაც წყვეტს პერსონალური ქოუჩინგი:

  • ხელს უწყობს ახალი პროექტების და ამოცანების რეალიზების ხარისხის ამაღლებას
  • ეხმარება ხელმძღვანელებს ახალ სამუშაო პოზიციაზე გადასვლის და მოვალეობების გაფართოების დროს
  • აჩქარებს ლიდერის მიერ დაგეგმილ და გასატარებელ ცვლილებათა პროცესს
  • ხელს უწყობს კოლექტივში კონფლიქტების გადაჭრას და სასიამოვნო გარემოს, კომუნიკაციის შენარჩუნებას
  • ეხმარება ლიდერებს კომპანიის განვითარების საერთო ხედვის ჩამოყალიბებაში
  • ეხმარება ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებაში
  • ათავისუფლებს შინაგანი შეზღუდვებისაგან, რომლებიც ხელს უშლიდნენ მას ურთიერთობების განვითარებასა და სტრატეგიული შედეგების მიღწევაში
  • მატებს ლიდერს თავდაჯერებულობას, პიროვნული ღირებულებების გაცნობიერებას

შეგვიკვეთეთ