გუნდური ქოუჩინგი და ფასილიტაცია


გუნდური მუშაობის ფორმატი, რომელიც ეხმარება გუნდების გაერთიანებას და შეკვრას ერთი მიზნის გარშემო. იძლევა ყველა თანამშრომლის პოტენციალის გამოვლენის და მაქსიმალურად რეალიზების საშუალებას, რათა მთლიანობაში გუნდმა უფრო სწრაფად და ეფექტურად მიაღწიოს დასახულ მიზნებს. ტექნოლოგიები, რომლებიც საფუძვლად უდევს გუნდურ სესიებს, ასტიმულირებს თანამშრომელთა შემოქმედებითობას და ახალ საფეხურზე აყავს კომუნიკაცია და ურთიერთქმედება გუნდში.  

მუშაობის ფორმატი: სესიების შედეგები ყოველთვის უნიკალური და განსხვავებულია კომპანიის მოთხოვნების, დაკვეთისა და გუნდის თავისებურებებიდან გამომდინარე. სესიის ხანგრძლივობა დაახლოებით 4-დან 8 საათამდეა.

რა სახის ამოცანების გადაწყვეტა არის შესაძლებელი:

  • ერთიანი ხედვისა და მიზნების შემუშავება გუნდის ყველა წევრის ჩართულობით
  • კომპანიის, პროექტის, გუნდის მისიის ჩამოყალიბება, რომელიც ემსახურება თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას
  • ამოცანების გათავისება და საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება გუნდის თითოეული წევრის მიერ
  • გუნდის თითოეული წევრის კომპეტენციისა და პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება
  • სამუშაო გარემოს და გუნდური სულისკვეთების გაუმჯობესება
  • არსებული მიზნების განხორციელების გზების დასახვა და გეგმის შესრულების სტრატეგიების ერთობლივი შემუშავება
  • თანამშრომელთა სამუშაოში ჩართულობის, მათი მოტივაციის ზრდა და გუნდის წევრებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება.
  • ახალი იდეებისა და მიდგომების გენერირება, რომლებიც აუცილებელია კომპანიისათვის
  • განყოფილებებს შორის უფრო სხრაფი და ეფეტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა 

შეგვიკვეთეთ