ქოუჩინგის აკადემია

გროუინის ქოუჩინგის აკადემია საშუალებას გაძლევთ გახდეთ საერთაშორისო რანგის პროფესიონალი ქოუჩი. ჩვენ გთავაზობთ ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის (Erickson Coaching International) სასერტიფიკატო პროგრამებს, რომლებიც აკრედიტებულია ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) მიერ.  


ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ქოუჩინგის წამყვანი სკოლა მსოფლიოში, რომელიც დაარსდა 1982 წელს და დღეს გააჩნია წარმომადგენლობა მსოფლიოს 36 ქვეყანაში. უნივერსიტეტის ცენტრალური ოფისი მდებარეობს ვანკუვერში, კანადა. ერიქსონის პროგრამებმა ათასობით მენეჯერს, ბიზნესმენს, ტრენერს, კონსულტანტს, პოლიტიკოსს, ფსიქოლოგს, ექიმს, პედაგოგს და უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანს შეასწავლა ქოუჩინგი. ბევრი მათგანისთვის ქოუჩინგი გახდა ახალი პროფესია, თუმცა უკლებლივ ყველასთვის ამ პროგრამებმა გააუმჯობესა ყოველდღიური ცხოვრება და პროფესიული საქმიანობა.
ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება
4 მოდულიანი სასერთიფიკატო პროგრამა "ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება" …
იხილეთ ვრცლად
მაღალეფექტური გუნდების ქოუჩინგი
წარმატებული კომპანიები, პროექტები და პროდუქტები იქმნება გუნდის …
იხილეთ ვრცლად